ნინო ბოლქვაძე: ნებისმიერმა მოქალაქემ თავი უნდა იგრძნოს თავისუფლად და თანასწორად

ნინო ბოლქვაძე: ნებისმიერმა მოქალაქემ თავი უნდა იგრძნოს თავისუფლად და თანასწორად

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიოფობიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია დასრულდა. აქცია არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააუქმეს, თუმცა თვითორგანიზებულმა ჯგუფმა აქცია მაინც გაიმართა.

აქციის შემდეგ "ტვ პირველთან" საუბრისას ერთ-ერთმა აქტივისტმა ნინო ბოლქვაძემ განაცხადა, რომ საქართველოში დაძლეული უნდა იყოს ნებისმიერი ფობია.

"ბოლო რამდენიმე თვე არასამთავრობო ორგანიზაციები აორგანიზებდნენ დღევანდელ აქციას, დახარჯეს უამრავი რესურსი, დრო, ძალისხმევა, იმისათვის, რომ დაახლოებით 3000-მდე ადამიანის მობილიზება მოეხდინათ. აქედან 2000 ადამიანი დღეს აქ დგომას აპირებდა. ბოლო 5 დღის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა რა დროსაც ხელისუფლებამ გამოიჩინა ლოიალური დამოკიდებულება ფაშისტური დაჯგუფეფების მიმართ, იმ ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ძალადობრივ რიტორიკას ახორციელებდნენ, მუქარას ახორციელებდნენ და მშვიდობიან დემონსტრანტებს ხელს უშლიდნენ თავისუფალი შეკრების რეალიზებაში. მაშინ როდესაც მშვიდობია დემონსტრანტების ევაკუაცია განახორციელა ავტობუსებით და თვალი დახუჭა სამართალდარღვევებზე, რომლებსაც ფაშისტური ორგაიზაციების წევრები ახორიცელებდნენ მშვიდობიანი დემონსტრატნტების წინააღმდეგ. ამ ყველაფერმა ის შედეგი გამოიღო, რომ დღევანდელი აქცია არ შედგა. ამას ვაპროტესტებთ დღეს საქართველოს მოქალაქეები. საქართველოში დაძლეული უნდა იყოს ნებისმიერი ფობია. ნებისმიერმა მოქალაქემ თავი უნდა იგრძნოს თავისუფლად და თანასწორად და სრულუფლებიანად. მიუხედავად ნებისმიერი საფუძვლისა", - განაცხადა ნინო ბოლქვაძემ. 

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237