"ჩვენი მშობლების თაობა მადლობას გვიხდის, რომ არ დავუშვით შეცდომა, რაც მათ 90-იანებში დაუშვეს"

"ჩვენი მშობლების თაობა მადლობას გვიხდის, რომ არ დავუშვით შეცდომა, რაც მათ 90-იანებში დაუშვეს"

"13 მაისის ღამის შემდგომ, ჩვენი დედებისა და მამების თაობა, მოხუცები, მეხუტებიან ქუჩებში და მადლობას გვიხდიან იმისთვის, რომ არ დავუშვით შეცდომა რომელიც მათ 90-იანებში დაუშვეს", - ამის შესახებ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქტივისტი ბექა წიქარიშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს.

"ორი სტრატეგიული ნაბიჯი უკან და მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა ვიხილეთ ბოლო დღეებში. ამ ნაბიჯებმა გზა გაგვიხსნა საზოგადოების წინაშე არსებულ პრობლემებზე ერთიანი მუშაობისთვის და ბრძოლისთვის. ხალხმა დაინახა ვინ არიან ისინი, ვინც დაცლილია მანიპულაციებისგან და შეუვალია სამოქალაქო დაპირისპირების სცენარების წინაშე.

13 მაისის ღამის შემდგომ, ჩვენი დედებისა და მამების თაობა, მოხუცები, მეხუტებიან ქუჩებში და მადლობას გვიხდიან იმისთვის, რომ არ დავუშვით შეცდომა რომელიც მათ 90-იანებში დაუშვეს.

მოცემულ კრიზისულ ვითარებაში, ის ვინც ვერ/არ იზიარებს გადაწყვეტილებების სისწორეს, არის ან პოლიტიკურად ბეცი, ან მანიპულაციის მსხვერპლი და დესტაბილიზაციის მსურველთა მოთამაშე.

პირადად ჩემთვის წყალგამყოფი ხაზი გაჩნდა ორი საკითხის გამო:

1) ვინც არ იზიარებდა გადაწყვეტილებების მართებულობას და უშვებდა დაპირისპირებას (თუნდაც ჰიპოთეტურს);

2) ვინც დაარღვია შეთანხმება, ტრიბუნა არ დაგვეთმო პოლიტიკოსებისთვის და მათგან ანგაჟირებული პირებისთვის.

ამ ზღვარის მიღმა რამოდენიმე ჩემთვის საყვარელ ადამიანსაც ვხედავ, რომელთა გადარწმუნებასაც აუცილებლად შევეცდები. თუ მათ ვერ ვიხილავ პოლიტიკური მეგობრის რიგებში, ვთხოვ ადამიანური მეგობრობა შევინარჩუნოთ.

ამ ყველაფრის მიუხედავად, კიდევ ერთხელ ვამბობ, ვხედავ უდიდეს პერსპექტივას ძლიერი სამოქალაქო ერთობისთვის, რომელიც იმ უფსკრულის დაძლევაზეც იმუშავებს კორდონები რომ ყოფს. ეს უნდა გავაკეთოთ", - წერს წიქარიშვილი.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237