ნაჯა ორაშვილი: ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება, მოთხოვნა უცვლელია - დაგვიბრუნეთ BASSIANI!

ნაჯა ორაშვილი: ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება, მოთხოვნა უცვლელია - დაგვიბრუნეთ BASSIANI!

"ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება, ხალხის მოთხოვნა უცვლელია - დაგვიბრუნეთ BASSIANI, დაგვიბრუნეთ ცეკვის უფლება, დაგვიბრუნეთ ჩვენი სახლი. დაგვიდექით გვერდით!", - ამის შესახებ BASSIANI-ს თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი თავის ფეისბუქ გვერდზე წერს.

"დღეს 17 მაისია. ამ უსამართლო ქვეყანაში მხოლოდ ხალხის იმედიღა დამრჩა, ხალხის, რომელიც ხედავს ჩვენს სიმართლეს, რომელიც არასოდეს ხდება მანიპულაციის მსხვეპრლი, არ მიდის პროვოკაციაზე, არ მიდის სისხლისღვრაზე, არ სურს საზოგადოების გახლეჩვა - პირიქით, თვლის რომ ერთიანობაა ჩვენი სიძლიერე.

ჩვენი შიშები, რომ არ სურთ კლუბის დაბრუნება, საფუძვლიანია. ბოლო დღეებია მიდის მიზანმიმართული კამპანია ჩვენს წინააღმდეგ, ახლა, ჩვენი თანადამფუძნებელი ტატო გეთია ჰყავთ დაკითხვაზე დაბარებული.

სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ, თუმცა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მივცემთ უფლებას ჩვენი გულწრფელი ბრძოლა სათავისოთ გამოიყენონ", - წერს ორაშვილი.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237