თბილისის მერია ლაშქრობების ორგანიზების მიზნით საპროექტო განაცხადების მიღებას იწყებს

თბილისის მერია ლაშქრობების ორგანიზების მიზნით საპროექტო განაცხადების მიღებას იწყებს

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური, ახალგაზრდული საზაფხულო პროგრამების განხორციელების მიზნით, საპროექტო განაცხადების მიღებას იწყებს. პროექტების წარდგენა შეუძლიათ არასამეწარმეო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს ორ კომპონენტში: თემატური ბანაკები და სალაშქრო ტურები. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, თემატური საზაფხულო ბანაკების ორგანიზება ხუთი მიმართულებით იგეგმება, მათ შორისაა მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების ბანაკი, მეწარმეობის ბანაკი, მოხალისეობის ბანაკი, საჯომარდო ბანაკი და სახელოვნებო ბანაკი.

რაც შეეხება სალაშქრო ტურებს, უპირატესობა მიენიჭება თბილისის გარშემო არსებულ სალაშქრო მარშრუტებს, ლაშქრობაში მონაწილე ახალგაზრდები კი პროფესიონალი გიდებისა და ინსტრუქტორების მომსახურებით ისარგებლებენ.

საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, ზაფხულის პერიოდის საინტერესოდ გატარებასთან ერთად მათში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას. აღნიშნულ საზაფხულო პროგრამებში ჯამში 5000-მდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

დაინტერესებულ ორგანიზაციებს განაცხადის წარდგენა შეუძლიათ 18 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით თბილისის მერიაში. გამარჯვებული პროექტები 10 ივნისამდე გამოვლინდება.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის, 24 მაისს, 15:00-დან 18:00 საათამდე თბილისის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა იგეგმება.
 

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237