ინაშვილი შსს-ს: გაათავისუფლეთ კორკოტაშვილი, ფალავანდიშვილი, გაგნიძე, გაბედავა და სხვა დაკავებულები

ინაშვილი შსს-ს: გაათავისუფლეთ კორკოტაშვილი, ფალავანდიშვილი, გაგნიძე, გაბედავა და სხვა დაკავებულები

ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

"ცოტა ხნის პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა. მათ შორის: გიორგი კორკოტაშვილი, გურამ ფალავანდიშვილი, რამაზ გაგნიძე, გიორგი გაბედავა. დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა ჩემთვის უცნობია.

სრულიად გაუგებარია, რატომ მოხდა ამ ადამიანების დაკავება. არანაირ ფიზიკურ დაპირისპირებას დღეს და ახლა ადგილი არა აქვს. საზოგადოებაში დაპირისპირება სიტყვიერ ფარგლებს არ ცდება. მასობრივ აქციებს ადგილი არა აქვს. სიტუაცია რაიმე განმუხტვას არ საჭიროებს და რომც საჭიროებდეს, პოლიციას თავისუფლად შეუძლია ვითარება გააკონტროლოს, დაკავებების სერიის გარეშეც. პოლიციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ მსგავსი ქმედებები ზრდის ემოციურ ფონს, ზედმეტად ძაბავს სიტუაციას და წევს დუღილის ტემპერატურას, რაც დღეს არავის არ სჭირდება.

პირიქით, ჩვენ ყველა მომხრე ვართ იმისა, რომ საზოგადოებაში სიმშვიდემ დაისადგუროს, ამიტომ პოლიციას მოვუწოდებ,- გაათავისუფლოს დაკავებულები!", - წერს ირმა ინაშვილი.

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

38 წუთის წინ

ქვედანაყოფთან ერთად სამშობლოში ავღანეთში სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობაც დაბრუნდა. ქართული ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა. მათი მთავარი ამოცანა დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054