ხაბარელი: შოკისმომგვრელი იყო, ქევხიშვილმა თქვა, რომ ძმაკაცები ნაკრებში ვალდებულების გამო მოიყვანა

ხაბარელი: შოკისმომგვრელი იყო, ქევხიშვილმა თქვა, რომ ძმაკაცები ნაკრებში ვალდებულების გამო მოიყვანა

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შოთა ხაბარელის განცხადებით, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომაზე, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქევხიშვილმა აღიარა, რომ ძმაკაცები და მეგობრები ეროვნულ ნაკრებში მწვრთნელებად იმიტომ დანიშნა, რომ მათ მიმართ ვალდებულება ჰქონდა, რადგან თავის დროზე, სწორედ მათი დახმარებით გახდა ქევხიშვილი პრეზიდენტი.

ამის შესახებ ხაბარელმა აიპრესთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ერთ რამეს გეტყვით იმ პასუხებიდან გამომდინარე, რომელიც მოვმისმინე. ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივია, რომ შეცდომა დაშვებულია პრეზიდენტის მხრიდან. კერძოდ, როდესაც კომისიამ მას შეკითხვა დაუსვა, თუ რატომ გაათავისუფლე წარმატებული მწვრთნელები და მოიყვანე შენი მეგობრები, მან ასეთი პასუხი გაგვცა - მე მქონდა ვალდებულება. ეს იყო ჩემთვის შოკისმომგვრელი. მე ეს კი ვიცოდი, მაგრამ როდესაც ეს გაანცხადა, რომ ვალდებულება ჰქონდა მათ წინაშე, რომ მათი მეშვეობით მოვედი პრეზიდენტად, ეს ყველაფერი ძმაკაცური და მეგობრული მომენტებიდან გამომდინარეობდა, დაადასტურა, რომ ვალდებულება ჰქონდა მათი მოყვანის. ყველაფერს ხაზი რომ გადავუსვათ, ფინანსურ მანიპულაციებს და ა.შ. ყველაზე პირველი პრობლემა გახლავთ ეს, როდესაც პრეზიდენტი დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც საზიანოა ნაკრებისთვის და საზიანოც გამოდგა, მივიღეთ ის, რაც უნდა მიგვეღო. წარმატებული მწვრთნელები გაუშვა და მოიყვანა ვალდებულებებიდან გამომდინარე. ეს არის ყველაზე მთავარი და პირველი. მიუღებელია ეს. ზუსტად ეს არის იმის საფუძველი, რა მოთხოვნასაც სპორტსმენები აყენებენ", - განაცხადა შოთა ხაბარელმა. 

"სიონი" - "დილა" - 2:2 - თამაში, რომელსაც მხოლოდ მსაჯი აფუჭებს

"სიონი" - "დილა" - 2:2 - თამაში, რომელსაც მხოლოდ მსაჯი აფუჭებს

7 საათის წინ

შეხვედრას არც ტემპი აკლდა და არც მაყურებელი, ერთადერთი, რომლის მიმართაც ყველაზე ხშირად ისმოდა უცენზურო გამონათქვამები, მატჩის მთავარი არბიტრი, ჯენერი ხორავა იყო, რომელმაც აღნიშნული დაპირისპირება არც თუ დამაჯერებლად განსაჯა. ანგარიში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237