სერგეი სკრიპალი დაკითხეს

სერგეი სკრიპალი დაკითხეს

დეტექტივებმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი დაკითხეს, რომელიც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მარტის დასაწყისში, ქალიშვილ იულიასთან ერთად მოწამლეს. ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება,-ინფორმაციას Sky News- ი ავრცელებს.

გამომძიებლები ცდილობენ, რომ მისი ბრიტანეთში ცხოვრების ყველა დეტალი ერთმანეთთან დააკავშირონ. კერძოდ, ისინი ინფორმაციას აგროვებენ ლონდონში ცხოვრების, საზღვარგარეთ მოგზაურობისა და ყოველთვიური შეხვედრების შესახებ.

ამა წლის 10 აპრილს, იულია სკრიპალი, რომელიც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ე.წ ნერვის აგენტით მოწამლეს, საავადმყოფოდან გაწერეს.

როგორც სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელმა განაცხადა, შესაძლოა სერგეი სკრიპალიც მალე გაწერონ.
"მიუხედავად იმისა, რომ მისი გამოჯანმრთელების პროცესი უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე იულიას, ველით, რომ ის საავადმყოფოს მკურნალობის დასრულების შემდეგ დატოვებს", - განაცხადა ექიმმა.

ექიმის განმარტებით, ე.წ ნერვის აგენტის გამოყენება გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, იწვევს გულისრევას და ჰალუცინაციებს.

66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად მომწამვლელი ნივთიერება ე.წ ნერვის აგენტი გამოიყენეს.

სახელმწიფო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი თავდაპირველად ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გაასამართლეს, შემდეგ შეიწყალეს, გაათავისუფლეს, ბოლოს კი სკრიპალს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე თავს დაესხნენ. დანაშაულის მოტივი ამ დრომდე უცნობი რჩება.

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

ჰარვი ვაინშტაინს გირაოს სახით 1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს

8 საათის წინ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვაინშტაინმა ელექტრონული სამაჯური უნდა ატაროს. გარდა ამისა, ქვეყნის დატოვებისთვის პროდიუსერს ნებართვის აღება მოუწევს. დაგეგმილია, რომ ვაინშტაინის საქმის მომდევნო მოსმენა 30 ივლისს გაიმართება. პროდიუსერი დღეს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237