ფოთის ცენტრალურ სტადიონზე მწვანე საფარის დაგება მიმდინარეობს

ფოთის ცენტრალურ სტადიონზე მწვანე საფარის დაგება მიმდინარეობს

ფოთის საფეხბურთო გუნდი "კოლხეთი 1913" საკუთარ მოედანზე სავარაუდოდ, აგვისტოს თვეში ითამაშებს - ამის შესახებ "აიპრესს" კლუბის წარმომადგნელმა, ვახტანგ თოფურიამ განუცხადა. სტადიონზე მწვანე საფარის დაგება და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება მიმდინარეობს, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით ხორციელდება.

"ორი დღეა , რაც მოედანზე ბალახის დაგება დაიწყო, ჩამოსულია რამოდენიმე ბრიგადა. ბალახი არის ქართული, მაღალი ხარისხის. მორწყვის სისტემა აღდგა, ყველაფერი ნორმალურადაა, დრენაჟი მუშაობს. ალბათ, ერთ კვირაში, როგორც გვპირდებიან დაგება დამთავრდება და მერე მოდის პროცესი, როგორც იტყვიან შეხორცების, რასაც რამოდენიმე თვე დასჭირდება. ვვარაუდობთ, რომ ფოთის "კოლხეთი" აგვისტოში ამ სტადიონზე ითამაშებს, მთავარია მშენებლებმაც დროულად მოასწრონ ტრიბუნის რეაბილიტაცია". 

სტადიონზე, საფარის დაგების პარალელურად, დასავლეთ ტრუბუნის მშენებლობა მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ "ელიტაბურჯმა" ხელშეკრულებით განსაზღვრული მშენობლობის დასრულების ვადა, ორჯერ დაარღვია. ამჯერად, ტრიბუნის სრული რეაბილიტაცია აგვისტოში უნდა დასრულდეს. 

"მშენებლობის პროცესში იყო ხარვეზები, ასევე შეიცვალა გადახურვის სისტემა და ამიტომ დრო ცოტა გაიწელა. პროექტის მიხედვით მოხდება სტადიონის შიდა და გარე კომუნიკაციებით უზრუნველყოფა, მოეწყობა თანამედროვე სტანდარტის გასახდელები, ოთახები კომენტატორებისათვის, საშხაპეები, ლოჟა, ავტოსადგომი, მოასფალტდება სტადიონის მისადგომები. იმედია, მშენებლები ამჯერად განსაზღვრულ ვადებში ჩაეტევიან".

კონსტრუქტორი ზაურ კაციტაძე ამბობს, რომ რეაბილიტაციის პროცესის ხარისხი მკაცრად კონტროლლდება და მშენებლობა უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს:

"ძალიან რთული ობიეტია, გადახურვა მოღუნული მილებით უნდა გაკეთდეს. უნიკალური კონსტრუქცია იქნება. ახლა ისეთი კარგი სამშენებლო ორგანიზაცია ჩაერთო "ელიტა ბურჯი", რომლის აპარატურა ძალიან ძლიერია. შედუღებას უმაღლეს დონეზე ასრულებს. წინამორბედი კომპანიები ასეთი ძლიერები არ იყვნენ".

შეგახსენებთ, საფეხბურთო გუნდი "კოლხეთი 1913" ცენტრალური სტადიონის რეაბილიტაციას 2012 წლიდან ელოდება.

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებს 5 წინადადებას სთავაზობს

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებს 5 წინადადებას სთავაზობს

1 საათის წინ

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს იმის გამო, რაც ხდება ძიუდოს ფედერაციის გარშემო. რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ თავად ფაქტს და სრულად ვაცნობიერებ, რომ გულშემატკივართათვის ნაკლებმნიშვნელოვანია მტყუან- მართლის ძიება. ჩემი ნებისმიერი...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054