აქტივისტები: არსებული საპოლიციო პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებაში ჰომო/ტრანსფობიურ განწყობებს

აქტივისტები: არსებული საპოლიციო პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებაში ჰომო/ტრანსფობიურ განწყობებს

ლგბტ/ქვიარ აქტივისტები თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე პარტიზანულ აქციებს მართავენ, სადაც ისინი განცხადებას კითხულობენ და მშვიდობიანად იშლებიან. ერთ-ერთი ლოკაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია იყო, სადაც შსს-ს დაცვამ მათ დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა აქტივისტებმა მაინც მოახერხეს განცხადების წაკითხვა და შემდეგ მშვიდოაბიანად დაიშალნენ.

"ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული ხშირად პოლიციის ეფექტიანი რეაგირებისა და გამოძიების გარეშე რჩება. საპოლიციო სისტემის პირისპირ აღმოჩენილი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები კი ჰომოფობიური პოლიტიკისა და საპოლიციო კულტურის გამო, განმეორებად ვიქტიმიზაციას განიცდიან.

მსგავს დანაშაულებში იკვეთება ხოლმე პოლიციის მხრიდან ბრალის დაზარალებულებზე გადატანისა და მსხვერპლების დაკავების ტენდენცია. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია თავად მიმართავს ძალადობას ამ ჯგუფის წევრების მიმართ და თავის ჰომოფობიურ/ტრანსფობიურ დამოკიდებულებას ყველაზე სასტიკი ფორმებით ავლენს.

არსებული არაეფექტიანი, დისკრიმინაციული საპოლიციო პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო/ტრანსფობიურ განწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკური და სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს.

მოვუწოდებთ შსს-ს, გაატაროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებას, პოლიციელების ცნობიერებისა და მგრძნობელობის გაზრდას და დამოუკიდებელი, შიდა მექანიზმების ამუშავებას", - ნათქვამია განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად აღნიშნავენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237