დავით ბერძენიშვილი: აქციაზე გამოსულმა ახალგაზრდებმა ივანიშვილს ხელუკუღმა გაუპარტყუნეს

დავით ბერძენიშვილი: აქციაზე გამოსულმა ახალგაზრდებმა ივანიშვილს ხელუკუღმა გაუპარტყუნეს

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ აქციაზე გამოსულმა ახალგაზრდებმა ბიძინა ივანიშვილს ხელუკუღმა გაარტყეს.

აღნიშნული განცხადება დავით ბერძენიშვილმა "აიპრესთან" ინტერვიუში გააკეთა, რომლის სრულ ვერსიაც შეგიძლიათ მოცემულ ბმულზე წაიკითხოთ.

"ხელისუფლების საკმაოდ გავლენიანი და უშუალო ინტერესის გარეშე წარმოუდგენელია ამ მასშტაბის ნარკოტიკების შემოტანა ქვეყანაში. ამიტომ ხელისუფლებას პირველ რიგში საკუთარ წიაღში აქვს საძიებელი, ვინ არიან დამნაშავეები.

მე უფრო ფართოდ მინდა შევხედო იმას, რომ ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ არჩევნებისადმი ჩვეულებრივ ინდიფერენტული ნაწილი ჩვენი საზოგადოების გადაიმტერა. ამ ახალგაზრდობის საკმაოდ დიდმა ნაწილმა და მათმა მხარდამჭერებმა ბიძინა ივანიშვილს ხელუკუღმა გაუპარტყუნეს და უთხრეს რომ არჩევნებიც მოვა. აქ მთავარი არ არის ნარკოპოლიტიკა, ვეღარ მოატყუებენ „თეთრი ხმაურის მოძრაობას“, როგორც თვითმმართველობის არჩევნების წინ მოატყუეს, „ჩუმად იყავით და კანონს მივიღებთო", - გვითხრა დავით ბერძენიშვილმა.

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

5 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237