ლგბტ/ქვიარ აქტივისტები: 2014 წელს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ჰომოფობიის ზეიმად გადაიქცა

ლგბტ/ქვიარ აქტივისტები: 2014 წელს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ჰომოფობიის ზეიმად გადაიქცა

ლგბტ/ქვიარ აქტივისტები თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე პარტიზანულ აქციებს მართავენ, სადაც ისინი განცხადებას კითხულობენ და მშვიდობიანად იშლებიან. ერთ-ერთი ლოკაცია ვაკის პარკი იყო, სადაც აქტივისტებმა დაგმეს ფაშიზმი და დღევანდელი აქციის გაუქმების მიზეზების შესახებ ისაუბრეს.

"2014 წელს ეკლესიამ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდის დღედ. ასე გადაიქცა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ჰომოფობიის ზეიმად.

პარალელურად ბოლო წლებში მომძლავრებულმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა პირდაპირ, ღიად, დაუფარავად დაიწყეს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოწოდება და სიძულვილის ქადაგება. ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ ეკრანიდან მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებით, მხოლოდ პოლიციის კორდონისა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღების შემთხვევაში შეგვიძლია ვისარგებლოთ.

ეს არ არის საფრთხე, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვემუქრება და მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, რომ გავერთიანდეთ იმ საფრთხის წინაშე, რასაც ფაშიზმი და რასაც სიძულვილის ქადაგება ჰქვია.

ჩვენ დღეს შემთხვევით არ შეგვირჩევია დღევანდელი ადგილი. საღამოს, მასშტაბური აქციის პარალელურად ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვგეგმავდით სხვადასხვა აქტივობებს, თუმცა ამ წუთას და ამ დღეს არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ამას სრულიად სხვა დატვირთვა მიეცა.

ადამიანები ზეიმობენ ძალადობას ქუჩაში, ჩვენ კი ასე, პარტიზანული გზებით გვიწევს ბრძოლა. გავერთიანდეთ ფაშიზმის წინააღმდეგ!", - ნათქვამია განცხადებაში.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად აღნიშნავენ.

ჩინეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ჩინეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

1 საათის წინ

"ჩინეთის მთავრობის, ჩინელი ხალხის და ჩემი სახელით მინდა გულწრფელად მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და გადმოგცეთ საუკეთესო სურვილები თქვენ და მეგობარ ქართველ ხალხს. საქართველო ჩინეთის ტრადიციული მეგობარი და პარტნიორია. ბოლო...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054