მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოვა

მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტზე სიტყვით გამოვა

ვიცე-პრემიერი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე, 17-18 მაისს დანიის სამეფოს ეწვევა, სადაც ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის 128-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ანდერს სამუელსონთან, ევროპის საბჭოს კომისართან ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში დუნია მიატოვიჩთან, პორტუგალიის სახელმწიფო მდივანთან საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის საკითხებში ტერეზა რიბეიროსთან. მინისტრი ასევე შეხვდება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს პავლო კლიმკინს და გერმანიის სახელმწიფო მდივანს მიხაილ როთს.

ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის სესიის ფარგლებში დაგეგმილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის ანდერს სამუელსონის და ხორვატიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილის და საგარეო საქმეთა მინისტრის მარია ბურიჩის ერთობილივი პრესკონფერენცია. აღსანიშნავია, რომ ღონისძიების დასკვნით სესიაზე, თავმჯდომარეობა ხორვატიას გადაეცემა.

ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის 128-ე სესია დანიის სამეფოს ქ.ელსინორში გაიმართება.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე ასევე კოპენჰაგენში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს და საქართველოს საელჩოს ახალი შენობის გახსნის ცერემონიაში.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

5 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237