ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენს რომელიმე კითხვას პასუხი გაეცა, ასე არ არის

ვარლამ ლიპარტელიანი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენს რომელიმე კითხვას პასუხი გაეცა, ასე არ არის

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი, სოციალურ ქსელ ფეისბუქში, ოფიციალურ გვერდზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ იმ კითხვებზე, რომლებიც მათ ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქევხიშვილს დაუსვეს, პასუხები მიღებული არ არის და სპორტსმენები ამით დაკმაყოფილებას არ აპირებენ.

ლიპარტელიანი კვლავ აქვეყნებს იმ კითხვებს, რომლებიც მათ ქევხიშვილის მისამართით აქვთ:

"თუ ვინმეს გონია რომ რომელიმე კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა და ჩვენ ამით დავკმაყოფილდებით ეს ესე არ არის! ვერც ერთ კითხვაზე ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ!
რატო იყვნენ თავის დროზე კვალიფიციური მწვრთნელები განთავისუფლებულები?
რამ გამოიწვია ეს უშედეგობა?
ვინ მიიღო თავის დროზე ეს გადაწყვეტლება რომ მოსულიყვნენ ისეთი ადამიანები ვისაც ფაქტიურად სამწვრთნელო გამოცდილება არ ჰქონდათ!
ვისი პასუხისმგებლობაა როდესაც გუნდი წლების განმავლობაში უკან მიდის და შედეგი არ არის!
რატომ იყო ბევრ სპორტსმენზე უარი ნათქვამი შეკრებაზე წასვლა იქნება თუ შეჯიბრზე იმის გამო რომ თანხები არ არის საკმარისი როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს რომ ფული უდევს ანგარიშზე!
როდესაც ვამბობთ რომ მასაჟისტი არ გვყავდა ევროპის ჩემპიონატზე კონკრეტულ პასუხებს ველოდებით და არა ისეთს როგორსაც ვისმენთ!
ვინ დგას ჩვენს უკან, ვინ გვმართავს ჩვენ კონკრეტული სახელი და გვარი ან გვარები?
რატომ მოხდა ისე რომ 2 წლის განმავლობაში მხოლოდ 9 დღე ვიყავით იაპონიაში?
რატომ არ აძლევენ ახალგაზრდა ძიუდოისტებს ჩვენთან ვარჯიშის საშუალებას?
რა მიზეზით არ მიიღეს ახალგაზრდა ძიუდოისტებმა ზედაზენზე მოგებული საპრიზო თანხები და თუ აიღებდნენ კუთვნილ თანხებს რატომ უნდა წასულიყვნენ ნაკრებიდან?
ეს და სხვა უამრავი შეკითხვა რომელიც დავსვით ვერც ერთზე პასუხი ვერ მივიღეთ!
ის რომ ფინანსურად და ქაღალდებით ფედერაციას თითქოს სწორად აქვს გატარებული ყველაფერი გასაგებია და ჩვენ არც გვითქვამს რომ ვინმემ სახლში წაიღო რაიმე თანხა! აქ მხოლოდ იმაზე იყო საუბარი რამდენად მიზანმიმართულად იხარჯებოდა ის თანხები და რამდენად სწორად ხდება ბიუჯეტის თანხების განკარგვა!
როდესაც წლის დასაწყისში მხოლოდ სამი სპორტსმენი მიდის საერთაშორისო შეკრებაზე იმის გამო რომ თანხები არ არის საკმრისი ამაზე პასუხი სად არის? ასეთი კიდევ უმარავი შემთხვევაა და პასუხები აბსოლიტურად მიუღებელია ჩვენთვის! ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღ პროტესტს და ვიბრძოლებთ სიმართლისთვის ბოლომდე", - წერს ლიპარტელიანი.

ძიუდოისტების კითხვებისთვის დავით ქევხიშვილს საჯაროდ ამ დრომდე არ უპასუხია, რაც შეეხება კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შექმნილ სპეციაურ კომისიას, მათ დავით ქევხიშვილს ორი დღის წინ მოუსმინეს. 

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებს 5 წინადადებას სთავაზობს

დავით ქევხიშვილი ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებს 5 წინადადებას სთავაზობს

50 წუთის წინ

"პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს იმის გამო, რაც ხდება ძიუდოს ფედერაციის გარშემო. რა თქმა უნდა, ხაზს ვუსვამ თავად ფაქტს და სრულად ვაცნობიერებ, რომ გულშემატკივართათვის ნაკლებმნიშვნელოვანია მტყუან- მართლის ძიება. ჩემი ნებისმიერი...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054