პრინც ჰარის მომავალი მეუღლე: სამწუხაროდ, მამაჩემი ჩვენს ქორწილს ვერ დაესწრება

პრინც ჰარის მომავალი მეუღლე: სამწუხაროდ, მამაჩემი ჩვენს ქორწილს ვერ დაესწრება

ბრიტანეთის პრინც ჰარის მომავალმა მეუღლემ მეგან მარკლიმ მამის შესახებ დუმილი პირველად დაარღვია, რომელიც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გულზე ჩატარებული ოპერაციის გამო ქალიშვილის ქორწილს ვერ დაესწრება. მეგან მარკლის განცხადებას კენსინგტონის სასახლე აქვეყნებს.

„სამწუხაროდ, მამაჩემი ჩვენს ქორწილს ვერ დაესწრება. ყოველთვის ვზრუნავდი მამაჩემზე და ვიმედოვნებ, რომ მას მიეცემა ის სივრცე, რომელიც სჭირდება, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარდაჭერის ნიშნად მას მრავალრიცხოვანი შეტყობინებები გაუგზავნა. ჰარი და მე ვცდილობთ, ჩვენი განსაკუთრებული დღე შაბათს გაგიზიაროთ“,-ნათქვამია მეგან მარკლის განცხადებაში. 

16 მაისს, პორტალიTMZ წერდა, რომ ამერიკელი მსახიობის მეგან მარკლის მამა, თომას მარკლი, შესაძლოა საკუთარი ქალიშვილისა და ბრიტანეთის პრინც ჰარის ქორწილს ვერ დაესწროს, რადგან გულზე ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს.

პორტალის თანახმად, გასულ კვირას თომას მარკლის გულის შეტევა ჰქონდა. მედიის თანახმად, ამის მიზეზი, მისი შვილის თომას უმცროსის წერილი იყო, სადაც ის საკუთარი დის ქორწილის ჩაშლას ცდილობდა. მანამდე, TMZ იტყობინებოდა, რომ თომას მარკლი საქორწილო ცერემონიალში მონაწილეობას არ მიიღებს.
პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი 19 მაისს არის დაგეგმილი. ქორწილის მოსაწვევი დაახლოებით 600 სტუმარს გადაეგზავნა.

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

1 საათის წინ

"NATO არა მარტო რუსეთის საზღვრებთან მოვიდა, არამედ ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ უკრაინა მათი წევრი ქვეყანა გახდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვის ინტერესებს პატივი უნდა სცენ. ასევე, აღნიშნა, რომ NATO-ს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237