გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

გლდანის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა

თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების ოთარ გრიგოლიას, ქეთევან ჯოხაძის, გულია გოცირიძის და შალვა ოგბაიძის ინიციატივით, გლდანის „პროფესიული მომზადების ცენტრის“ შენობაში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ფორუმს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარიამ ბეზარაშვილი, განათლების და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე დაესწრნენ.

მაჟორიტარმა დეპუტატებმა იმედი გამოთქვეს, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი მოახერხებს მათთვის საინტერესო ვაკანსიების მოძიებას. მათ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელთა ერთად მოსახლეობას ფორუმის მიზნებზე მიაწოდეს ინფორმაცია და პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

დღევანდელ ფორუმში დაახლოებით 20 კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა. გლდანის რაიონის მოსახლეობა პირადად გაეცნო ვაკანსიებს და მათი ინტერესის შესაბამისი განაცხადები შეავსეს.

ეს რიგით მესამე დასაქმების ფორუმია თბილისში, რომელიც თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა.

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

პატრიარქი "რუსთავი 2"-ს: ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, იმედია, ჩვენი ურთიერთობა გამოსწორდება

1 საათის წინ

"ჩვენ ვცხოვრობთ უმძიმეს და ურთულეს დრო, როცა სიკეთე და ბოროტება ებრძვის ერთმანეთს, და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მთელი საქართველო იყოს სიკეთის მხარეს. სიკეთე ვაკეთოთ და ის სიკეთე დაგვიბრუნდება ჩვენ. მე მინდა."- ბრძანა...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237