ლგბტ/ქვიარ აქტივისტები თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე აქციებს მართავენ

ლგბტ/ქვიარ აქტივისტები თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე აქციებს მართავენ

მიუხედავად იმისა, რომ დღეს კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია "გავიაზროთ 17 მაისი" გაუქმდა, ლგბტ/ქვიარ აქტივისტები თბილისში სხვადასხვა ლოკაციებზე აქციებს მართავენ. ისინი უკვე იმყოფებოდნენ ვაკის პარკში და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც მათ დღეს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს, განცხადებები წაიკითხეს და მშვიდობიანად დაიშალნენ.

"ძირს ფაშიზმი" - ლგბტ და ქვიარ აქტივისტების საპროტესტო აქცია ვაკის პარკში, მემორიალთან:

"პირველად ამ დღის აღნიშვნა ქომუნითის წევრებმა 2012 წელს ვცადეთ, თუმცა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ ორგანიზებულმა კონტრაქციამ საშუალება არ მოგვცა დაგვესრულებინა ჩვენი მსვლელობა.

2013 წელს კონტრაქციის ორგანიზება უკვე არაფორმალურმა ჯგუფმა კი არა, ეკლესიამ ითავა. შედეგად დაშავდნენ აქციის მონაწილეები, ჟურნალისტები.

2014 წელს ეკლესიამ 17 მაისი გამოაცხადა ოჯახის სიწმინდის დღედ. ასე გადაიქცა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე ჰომოფობიის ზეიმად. 

პარალელურად ბოლო წლებში მომძლავრებულმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა პირდაპირ, ღიად, დაუფარავად დაიწყეს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მოწოდება და სიძულვილის ქადაგება. ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ ეკრანიდან მაშინ, როდესაც ჩვენ ჩვენი გამოხატვის თავისუფლებით, მხოლოდ პოლიციის კორდონისა და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების მიღების შემთხვევაში შეგვიძლია ვისარგებლოთ.

ეს არ არის საფრთხე, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვემუქრება და მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო, რომ გავერთიანდეთ იმ საფრთხის წინაშე, რასაც ფაშიზმი და რასაც სიძულვილის ქადაგება ჰქვია.

ჩვენ დღეს შემთხვევით არ შეგვირჩევია დღევანდელი ადგილი. საღამოს, მასშტაბური აქციის პარალელურად ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვგეგმავდით სხვადასხვა აქტივობებს, თუმცა ამ წუთას და ამ დღეს არსებული კონტექსტის გათვალისწინებით, ამას სრულიად სხვა დატვირთვა მიეცა.

ადამიანები ზეიმობენ ძალადობას ქუჩაში, ჩვენ კი ასე, პარტიზანული გზებით გვიწევს ბრძოლა. გავერთიანდეთ ფაშიზმის წინააღმდეგ!".

 

"ჩვენ დავიკავებთ საჯარო სივრცეებს!" - ლგბტ და ქვიარ აქტივისტების საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე:

"ჰომო/ბი/ტრანსფობიურ ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული ხშირად პოლიციის ეფექტიანი რეაგირებისა და გამოძიების გარეშე რჩება. საპოლიციო სისტემის პირისპირ აღმოჩენილი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანები კი ჰომოფობიური პოლიტიკისა და საპოლიციო კულტურის გამო, განმეორებად ვიქტიმიზაციას განიცდიან.

მსგავს დანაშაულებში იკვეთება ხოლმე პოლიციის მხრიდან ბრალის დაზარალებულებზე გადატანისა და მსხვერპლების დაკავების ტენდენცია. მეტიც, ზოგიერთ შემთხვევაში პოლიცია თავად მიმართავს ძალადობას ამ ჯგუფის წევრების მიმართ და თავის ჰომოფობიურ/ტრანსფობიურ დამოკიდებულებას ყველაზე სასტიკი ფორმებით ავლენს.

არსებული არაეფექტიანი, დისკრიმინაციული საპოლიციო პოლიტიკა აძლიერებს საზოგადოებაში არსებულ ჰომო/ტრანსფობიურ განწყობებს, ქმნის დაუსჯელობის გარემოს და პოლიტიკური და სოციალური სივრციდან დისკრიმინირებული ჯგუფების გარიყვას განაპირობებს.

მოვუწოდებთ შსს-ს, გაატაროს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც მოიცავს სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავებას, პოლიციელების ცნობიერებისა და მგრძნობელობის გაზრდას და დამოუკიდებელი, შიდა მექანიზმების ამუშავებას."

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად აღნიშნავენ.

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

რეინჯერთა ასეული ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

24 წუთის წინ

ქვედანაყოფთან ერთად სამშობლოში ავღანეთში სამშვიდობო ძალების წარმომადგენლობაც დაბრუნდა. ქართული ქვედანაყოფი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში ასრულებდა. მათი მთავარი ამოცანა დედაქალაქ ქაბულში მდებარე „მტკიცე...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054