ზაზა ჯანაშია: მე "პროსტო" დროში ვიწვები, მეტი კი არაფერი

ზაზა ჯანაშია: მე "პროსტო" დროში ვიწვები, მეტი კი არაფერი

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდში" ფინანსური პრობლემებია და ამის გამო, დღეს გუნდის ფეხბურთელებმა ერთად პროტესტი გამოთქვეს და აიპრესს განუცხადეს, რომ ვარჯიში 4 დღეა შეწყვეტილი აქვთ და არ აპირებენ განახლებას, სანამ კლუბის მფლობელი, ზაზა ჯანაშია მათ 2 და მეტ ხნიან სახელფასო დავალიანებას არ გაუსტუმრებს.

თავად ჯანაშია დღეს ფეხბურთის განვითარების ფონდში იმყოფებოდა, სადაც თანხის წინასწარ მიცემაზე უარი განუცხადეს. მიუხედავად ამისა, მეგრული კლუბის პრეზიდენტი აიპრესთან საუბარში აცხადებს, რომ ის პროსტო დროში იწვება და მდგომარეობა მალე გამოსწორდება.

"ჯერ მოტყუებული ყავხართ ფეხბურთელებს. თქვენ ჩვენთან არ ყოფილხართ? ორი თვე და ორთვენახევრის დავალიანება არ მაქვს. იქ რა კონტიგენტია, არ ვიცი, მაგრამ ნაღადად არ მაქვს ორთვენახევრის. მხოლოდ ამ თვის. 5-ში უნდა ჩამერიცხა და იგვიანებს, რომელიც გამოსწორდება და მიეცემათ. დანარჩენი არის დარიგებული და გასტუმრებული. დღეს, მე ჯერ ერთი არ მომითხოვია, თუ შეიძლება-მეთქი, ასე ვუთხარი და ჩხუბით, გინდა თუ არა მომეცით-მეთქი, ამას ვერავინ ვერავის მოსთხოვს. მე მაქვს ახლა ცოტა პრობლემა, რისი, სპონსორი, ვინც მყავს, მაგათ სჭირდებათ საბუთები, რომელიც უცბად არ კეთდება და სულ რაღაც პრობლემაა. რა ვიცი, რა ხდება იქ. ახლა ავიღე ძლივს, გავაკეთე, გაგზავნილი მაქვს და იმ კაცმა უნდა გამომიგზავნოს თავისი კონტრაქტი, ხელი უნდა მოვაწერი და უნდა დავაფინანსოთ. ეს არის, მეტი არაფერი, მე "პროსტო" დროში ვიწვები. ეს არის პრობლემა. მიკროავტობუსს რაც შეეხება, გაგზავნილია, რომელიც უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ჯერ იგვიანებს. ბავშვებისთვის არის, მეტი ხარჯი გამდის. ორი "მარშუტკა" მიდგას, რომელსაც ვქირაობ, "სალიარკა" და ყველაფერი, სულ დიდ ხარჯებში ვართ", - განაცხადა ზაზა ჯანაშიამ.

ზუგდიდის ერთ-ერთ ფეხბურთელს, რომელსაც ზაზა ჯანაშიამ მანქანა დაულომბარდა, გუშინ საღამოს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ავტომობილი ჩამოართვა.

თემები:
"სიონი" - "დილა" - 2:2 - თამაში, რომელსაც მხოლოდ მსაჯი აფუჭებს

"სიონი" - "დილა" - 2:2 - თამაში, რომელსაც მხოლოდ მსაჯი აფუჭებს

7 საათის წინ

შეხვედრას არც ტემპი აკლდა და არც მაყურებელი, ერთადერთი, რომლის მიმართაც ყველაზე ხშირად ისმოდა უცენზურო გამონათქვამები, მატჩის მთავარი არბიტრი, ჯენერი ხორავა იყო, რომელმაც აღნიშნული დაპირისპირება არც თუ დამაჯერებლად განსაჯა. ანგარიში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237