ჩუგოშვილი: სახელმწიფომ მოქალაქეების მშვიდობიანი გამოხატვის უფლების დასაცავად ყველაფერი გააკეთა

ჩუგოშვილი: სახელმწიფომ მოქალაქეების მშვიდობიანი გამოხატვის უფლების დასაცავად ყველაფერი გააკეთა

"რაც შეეხება ჰომოფობიისა და ტრანსოფობიის საერთაშოროსი დღის აღნიშვნას, წელს სახელმწიფოს და შსს–ს მხრიდან ყველაფერი გაკეთდა, რომ  დაცული ყოფილიყო ყველა მოქალაქის მშვიდობიანი გამოხატვის უფლება"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, შსს მოწოდების სიმაღლეზე იყო და ის შეხვედრები, რაც შედგა სრულად უზრუნველყოფდა გამოხატვის თავისუფლებას.

მისი თქმით, ყველას უფლება იქნებოდა დაცული, თუმცა ვერავის დააძალებენ ძალით მოახდინონ შეკრება.

"ისიც მესმის,  ამ თემის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აღარ ჩაეტარებინათ აქცია სხვა ფაქტორების გამო, იმის გამო, რომ მათ არ ჰქონდათ განცდა 100%–ით დაცულობის, ვინაიდან სხვადასხვა აქციებიც იმართებოდა, თუმცა ამას ჩვენ ვერ დავაბრალებთ შსს-ს და სახელმწიფოს. სახელმწიფოსგან გარანტიები ჰქონდა ყველა ჯგუფს, რომ გამოხატვის უფლება სრულად იქნებოდა დაცული,ა ხელისუფლების როლი სწორედ ეს არის და ამას შეასრულებდა.

გარანტიები გუშინ საჯაროდ იქნა შსს-ს მხრიდან მიცემული. შესაბამისად, სხვა ფორმატით, როგორ ყოფილიყო გარანტიები მიცემული. მეორე არის, მაგალითად, შსს-ს მიერ მიცემული პირობა, რამდენად აღიქმება სრულად და შეიძლება მათ გარკვეული ეჭვი და შიშები დარჩათ. არ ვიცი, მაგრამ შსს-ს და სახელმწიფოს მხრიდან სრულად გაკეთდა ყველაფერი, რაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ მათ გამოხატვის თავისუფლება ჰქონოდათ. მათ გადაწყვიტეს, რომ სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით საფრთხე მაინც არსებობდა, ეს მათი გადაწყვეტილებაა და ვერ დავაძალებთ ვერავის, ვერც ძალით შეკრებას და ვერც ძალით დაშლას",-განაცხადა ჩუგოშვილმა.

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

5 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237