ჩუგოშვილი: გამორიცხულია ხელისუფლების მიერ რაიმე ფორმით ხდებოდეს რუსული ძალების წახალისება

ჩუგოშვილი: გამორიცხულია ხელისუფლების მიერ რაიმე ფორმით ხდებოდეს რუსული ძალების წახალისება

"გამორიცხულია ხელისუფლების მიერ რაიმე ფორმით ხდებოდეს რუსული ძალების წახალისება", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

 
ჩუგოშვილი ამ განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" კვლევას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ფაშისტურ განცხადებებზე საუბარიც კი შეუთავსებელია ჩვენს საზოგადეობასთან.
 
"საკმაოდ უსიამოვნო საყურებელია ფაშისტური განცხადებები და შეუთავსებელია ჩვენს საზოგადოებასთან ფაშიზმე საუბარიც კი. ზოგადად, რუსულ რბილ ძალას რაც შეეხება, ეს პრობლემა ბევრ ქვეყანაში არსებობს. უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშშიც იყო მოცემული, როგორც ერთ-ერთი პრობლემა ქვეყნისთვის და სახელმწიფო სამსახურები ამაზე მუშაობენ. გამოვრიცხავ ხელისუფლების მიერ რაიმე ფორმით მოხდეს წახალისება. პირიქით, სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება მსგავსი ქმედებები და გამოსვლები, შესაბამისად, წახალისების მომენტს გამოვრიცხავ პირიქით, სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ, იმისთვის, რომ რუსული გავლენით შექმნილი სხვადასხვა აგრესიული ძალები მნიშვნელოვან ფაქტორად არ იქცნენ ქვეყანაში.
 
რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, რამდენიმე მიმართულება არსებობს, თუ კი არის კონკრეტულ მათ ქმედებებში გადაცდომები, ეს იქნება საზოგადეობრივი წესრიგის თუ სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევა, ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოები ერევიან და კონკრეტული დარღვევების აღკვეთა ხდება. რაც შეეხება სხვადასხვა ტიპის კანონით აკრძალული სიმბოლიკის გამოყენებას, ამ სიმბოლიკების გამოყენების ფაქტებს შესაბამის კომისია სწავლობს და მათ დასკვნებს უნდა დაველოდოთ, იქამდე რთულია შეფასებების გაკეთება", -განაცხადა ჩუგოშვილმა.
ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

5 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237