ფეხბურთის განვითარების ფონდმა ზაზა ჯანაშიას თანხის წინასწარ მიცემაზე უარი უთხრა

ფეხბურთის განვითარების ფონდმა ზაზა ჯანაშიას თანხის წინასწარ მიცემაზე უარი უთხრა

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელებმა, სახელფასო დავალიანების გამო ვარჯიში შეწყვიტეს და კლუბის მფლობელისგან, ზაზა ჯანაშიასგან დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ, რომელიც დღეს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში იმყოფებოდა და სეზონის ბოლომდე დარჩენილი საბაზისო დაფინანსების ნაწილის მიცემა მოითხოვა ფონდისგან, რაზედაც უარი მიიღო.

როგორც ფონდის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ აიპრესს განუცხადა, თანხები ფონდს კვარტლურად აქვს გაწერილი, ამიტომ ჯანაშიას სხვა დაფინანსების წყაროს მოძიება ურჩიეს.

"ჩვენთან იყო მოსული ზაზა ჯანაშია და გვთხოვდა, რომ რაც აქვთ დარჩენილი თანხა, იქიდან გარკვეული ნაწილი მიგვეცა, მაგრამ ჩვენ ვერ ვაძლევთ, დაყოფილი გვაქვს კვარტლებად. როგორც ჯანაშიამ მითხრა, აპრილის ხელფასები აქვთ ფეხბურთელებს მხოლოდ მისაღები. ფონდიდან რაც უნდა მიეღო, ის თანხა მიღებული აქვს. პირველ კვარტალში 65 ათასს, შემდეგ კი ყოველ თვე 45-45 ათასს. ჯამში, მიღებული აქვთ დღემდე 100 ათას ლარამდე, აქედან 72 ათასი ხელფასებშია დახარჯული, 30 ათასი - საწევროსა და სხვა ხარჯებში. მიღებული აქვთ 54 ათასი სტიმულირების თანხა, რომლის ნაწილითაც მიკროავტობუსი უნდა შეიძინოს გუნდისთვის. 1 ივლისამდე აქვს დოკუმენტების წარმოდგენის ვადა მიცემული. როგორც თვითონ მეუბნება, ყოფილი კლუბიდან "ლოკომოტივიდან" ელოდება 30 ათას ევროსა თუ დოლარს, დღე დღეზე იქნება და თუ შეიძლება თანხა მომცეთო. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს გამორიცხულია და სხვა რესურსი უნდა მოიძიოს ან სესხი აიღოს, რომ ფეხბურთელები გაისტუმროს. როგორც თვითონ მეუბნება, აპრილის აქვს გასაცემი, დანარჩენი ყველაფერი დალაგებულია", - განაცხადა ზაზა დოლიძემ. 

რაც შეეხება ჯანაშიას, მან აიპრესთან უარჰყო ინფორმაცია, რომ ფონდს დღეს ფული სთხოვა. ჯანაშიას განცხადებით, მან მხოლოდ იკითხა, შეიძლებოდა თუ არა წინასწარ თანხის ჩარიცხვა.

ზუგდიდის ფეხბუთელები კლუბის პრეზიდენტისგან ორი, ორ-თვენახევრის ხელფასების გასტუმრებას ითხოვენ, ჯანაშია კი აცხადებს, რომ მას მხოლოდ აპრილის ხელფასები აქვს გადასახდელი.  გარდა ამისა, ერთ-ერთ ფეხბურთელს, გუშინ აღსრულებამ პირადი ავტომობილი ჩამოართვა, რომელიც ზაზა ჯანაშიამ რამდენიმე თვის უკან ლომბარდში დააგირავა. 

გია ცეცაძემ უელსთან ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

გია ცეცაძემ უელსთან ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

3 საათის წინ

გუნდი მზადებას 28 მაისიდან დაიწყებს. ოფიციალური მატჩებისგან განსხვავებით, შემადგენლობა, ცხადია, შედარებით გადახალისებულია - მწვრთნელმა რამდენიმე ახალწვეულსაც უხმო და ასევე ოთხი ფეხბურთელი დააწინაურა 20-წლამდე ნაკრებიდან, რომელმაც...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054