"ზუგდიდის" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს და სახელფასო დავალიანებების გადახდას ითხოვენ

"ზუგდიდის" ფეხბურთელებმა ვარჯიში შეწყვიტეს და სახელფასო დავალიანებების გადახდას ითხოვენ

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ფეხბურთელები, უკვე 4 დღეა, რაც არ ვარჯიშობენ.

ამის მიზეზი ის სახელფასო დავალიანებაა, რომელიც კლუბის მფლობელსა და პრეზიდენტს, ზაზა ჯანაშიას მათ მიმართ აქვს.

ფეხბურთელები დღეს შეიკრიბნენ და კლუბის პრეზიდენტისგან პასუხს ითხოვენ, რომელიც თბილისშია და პრობლემების მოგვარებას ფეხბურთელებს შორიდან პირდება.

"აიპრესის" ინფორმაციით, ჯანაშია დღეს ფეხბუთის ფედერაციაში იმყოფებოდა. ამასთან, მან ფეხბურთის განვითარების ფონდისგან საბაზისო დაფინანსების თანხის წინასწარ მიღებაც მოითხოვა, რაზეც ზაზა დოლიძისგან უარი მიიღო. 

ეს ინფორმაცია აიპრესმა ზაზა დოლიძისგან შეიტყო. მისივე ინფორმაციით, მეგრულმა კლუბმა წელს 100 ათას ლარამდე საბაზისო დაფინანსებიდან მიიღო, საიდანაც 72 ათასი ლარი, ჯანაშიას მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით, სახელფასო ფონდში დაიხარჯა.

"ჩვენთან იყო მოსული ზაზა ჯანაშია და გვთხოვდა, რომ რაც აქვთ დარჩენილი თანხა, იქიდან გარკვეული ნაწილი მიგვეცა, მაგრამ ჩვენ ვერ ვაძლევთ, დაყოფილი გვაქვს კვარტლებად. როგორც ჯანაშიამ მითხრა, აპრილის ხელფასები აქვთ ფეხბურთელებს მხოლოდ მისაღები. ფონდიდან რაც უნდა მიეღო, ის თანხა მიღებული აქვს. პირველ კვარტალში 65 ათასს, შემდეგ კი ყოველ თვე 45-45 ათასს. ჯამში, მიღებული აქვთ დღემდე 100 ათას ლარამდე, აქედან 72 ათასი ხელფასებშია დახარჯული, 30 ათასი - საწევროსა და სხვა ხარჯებში. მიღებული აქვთ 54 ათასი სტიმულირების თანხა, რომლის ნაწილითაც მიკროავტობუსი უნდა შეიძინოს გუნდისთვის. 1 ივლისამდე აქვს დოკუმენტების წარმოდგენის ვადა მიცემული. როგორც თვითონ მეუბნება, ყოფილი კლუბიდან "ლოკომოტივიდან" ელოდება 30 ათას ევროსა თუ დოლარს, დღე დღეზე იქნება და თუ შეიძლება თანხა მომცეთო. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს გამორიცხულია და სხვა რესურსი უნდა მოიძიოს ან სესხი აიღოს, რომ ფეხბურთელები გაისტუმროს. როგორც თვითონ მეუბნება, აპრილის აქვს გასაცემი, დანარჩენი ყველაფერი დალაგებულია", - განაცხადა ზაზა დოლიძემ. 

ფეხბურთელები პრეზიდენტს ორი-ორთვენახევრის ხელფასების გადახდას თხოვენ, ჯანაშია კი უარჰყოფს ინფორმაციას ამის თაობაზე და აცხადებს, რომ მას მხოლოდ ბოლო თვის ხელფასები აქვს გადასახდელი.

"ხელფასი აქვს ასაღები ზოგს ორი თვის, ზოგს - ორ-თვენახევრის, ზოგს საერთოდ არ აუღია, ბოლოს თებერვალში აიღო რამდენიმემ და ნაწილმა - მარტში. ჯანაშიასთან კომუნიკაცია ყოველდღე გვაქვს, მაგრამ კონკრეტულად იმას ვკითხულობთ, როდის იქნება ხელფასები. არავინ გვხვდება და ვართ იქ შეკრებილები, სადაც გუნდი ცხოოვრობს. კონკრეტულს ვერაფერს გვეუბნება, ხუთჯერ მოვუტყვდით უკვე. რაც შეეხება მიკროავტობუსს, არ უყიდია ახალი, რა სისულელეა", - აცხადებენ ზუგდიდის ფეხბურთელები აიპრესთან საუბარში.

ფეხბურთის განვითარების ფონდისგან, "ზუგდიდმა" წელს სტიმულირების სახით 54 ათას ლარზე მეტი მიიღო, ზაზა დოლიძის განცხადებით, ჯანაშიამ კლუბისთვის მიკროავტობუსი იყიდა, თუმცა ფეხბურთელები აიპრესთან საუბარში აცხადებენ, რომ კლუბს ახალი მიკროავტობუსი არ ჰყავს, ხოლო ჯანაშიას მტკიცებით, ის გზაშია.

ზაზა ჯანაშიას თქმით, ფეხბურთელებმა აიპრესი მოატყუეს, რადგან მას მხოლოდ ერთი თვის - აპრილის დავალიანება აქვს გადასახდელი და სპონსორიც მოძიებული ჰყავს, რომელთანაც მალე გაფორმდება ხელშეკრულება. „ზუგდიდის“ პრეზიდენტი აცხადებს, რომ ის "პროსტო" დროში იწვება და სიტუაციის დასალაგებლად დრო სჭირდება.

"ჯერ მოტყუებული ყავხართ ფეხბურთელებს. თქვენ ჩვენთან არ ყოფილხართ? ორი თვე და ორთვენახევრის დავალიანება არ მაქვს. იქ რა კონტიგენტია, არ ვიცი, მაგრამ ნაღადად არ მაქვს ორთვენახევრის. მხოლოდ ამ თვის. 5-ში უნდა ჩამერიცხა და იგვიანებს, რომელიც გამოსწორდება და მიეცემათ. დანარჩენი არის დარიგებული და გასტუმრებული", - აცხადებს ჯანაშია.

მეგრული კლუბის მფლობელი იმასაც უარჰყოფს, რომ დღეს ფეხბურთის განვითარების ფონდს გარკვეული თანხა სთხოვა.

"დღეს, მე ჯერ ერთი არ მომითხოვია, თუ შეიძლება-მეთქი, ასე ვუთხარი და ჩხუბით, გინდა თუ არა მომეცით-მეთქი, ამას ვერავინ ვერავის მოსთხოვს. მე მაქვს ახლა ცოტა პრობლემა, რისი, სპონსორი, ვინც მყავს, მაგათ სჭირდებათ საბუთები, რომელიც უცბად არ კეთდება და სულ რაღაც პრობლემაა. რა ვიცი, რა ხდება იქ. ახლა ავიღე ძლივს, გავაკეთე, გაგზავნილი მაქვს და იმ კაცმა უნდა გამომიგზავნოს თავისი კონტრაქტი, ხელი უნდა მოვაწერი და უნდა დავაფინანსოთ. ეს არის, მეტი არაფერი, მე "პროსტო" დროში ვიწვები. ეს არის პრობლემა. მიკროავტობუსს რაც შეეხება, გაგზავნილია, რომელიც უნდა ჩამოვიდეს, მაგრამ ჯერ იგვიანებს. ბავშვებისთვის არის, მეტი ხარჯი გამდის. ორი "მარშუტკა" მიდგას, რომელსაც ვქირაობ, „სალიარკა“ და ყველაფერი, სულ დიდ ხარჯებში ვართ", - განაცხადა ზაზა ჯანაშიამ.

გია ცეცაძემ უელსთან ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

გია ცეცაძემ უელსთან ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

3 საათის წინ

გუნდი მზადებას 28 მაისიდან დაიწყებს. ოფიციალური მატჩებისგან განსხვავებით, შემადგენლობა, ცხადია, შედარებით გადახალისებულია - მწვრთნელმა რამდენიმე ახალწვეულსაც უხმო და ასევე ოთხი ფეხბურთელი დააწინაურა 20-წლამდე ნაკრებიდან, რომელმაც...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054