გიორგი კიკონიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ნდობა, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება იქნებოდა დაცული.

გიორგი კიკონიშვილი: ჩვენ არ გვაქვს ნდობა, რომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება იქნებოდა დაცული.

„რა იყო მთავარი მოტივაცია? თქვენ არ გაქვთ განცდა, რომ თქვენი გამოხატვის და შეკრების თავისუფლება იქნებოდა დაცული?“-ამ კითხვით მიმართა დიანა ტრაპაიძემ, გადაცემა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ გიორგი კიკონიშვილს „ თანასწორობის მოძრაობის’’ წარმომადგენელს.

გიორგი კიკონიშვილმა კითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ განცდა, ნდობა და მოლოდინი, რომ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება იქნებოდა დაცული. „მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვქონდა წინასწარი კომუნიკაცია შსს-თან რომელებმაც დეკლალირებულად მოგვცეს პირობა ,რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნებოდა დაცული,  ჩვენ გვახსოვს 2013 წლის 17 მაისი ,როდესაც მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პირადად მოგვცა საჯარო ეთერში უსაფრთხოების გარანტი .თუმცა ყვეალს გვახსოვს რა მოხდა იმავე წლის 17 მაისს“, - განაცხადა გიორგი კიკონიშვილი.

ასევე გიორგი კიკონიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არ ყოფილა ერთადერთი მიზეზი რის გამოც წელს საკუთარი ნებით მიიღეს უმძიმესი გადაწყვეტილება და დათმეს საკუთარი გამოხატვის კონსტიტუციური თავისუფლება.

შეგახსნებთ, რომ 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული აქცია აღარ გაიმართა. ამ დღესთან დაკავშირებით ლგბტ თემის წარმომადგენლები და უფლება დამცველები მთავრობის ადმინისტრაციასტან აქციას გეგმავდნენ. 2013 წლის 17 მაისს კი ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული აქცია დაარბიეს.

ლევან არველაძე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ კახა კალაძის ინიციატივებს ეხმაურება

ლევან არველაძე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ კახა კალაძის ინიციატივებს ეხმაურება

16 წუთის წინ

ლევან არველაძის თქმით, მისასალმებელია, რომ ქალაქის გამწვანებაში ბიზნეს სექტორიც ერთვება და ამ მხრივ “ქართუს” ინიციატივა მაგალითის მიმცემი იქნება. „ეკოლოგია კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამაში ცენტრალურ ადგილს იკავებდა და დღეს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054