კორძაია: როცა ხელისუფლებას დაძაბულობა არ აწყობს, ეკლესიის რესურსს იყენებს და დღეს ეს რესურსი-საპატრიარქოა

კორძაია: როცა ხელისუფლებას დაძაბულობა არ აწყობს, ეკლესიის რესურსს იყენებს და დღეს ეს რესურსი-საპატრიარქოა

ამის შესახებ "რესპუბიკური პარტიის" ლიდერმა, თამარ კორძაიამ, "ტვ პირველის" ეთერში, "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში", 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის გაუქმების შესახებ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, ლგბტ-ების მიერ 17 მაისს დაანონსებული აქციის გაუქმება, აქციის ორგანიზატორების მხრიდან გონივრული ნაბიჯია, რადგან ხელისუფლებას არ გააჩნია იმის ბერკეტი, რომ მათი უსაფრთხოება დაიცვას, რაც კორძაიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლო განცხადებებიდან კარგად გამოჩნდა. 

"ეს ადამიანები ჰომოფობიის მსხვერპლი არიან და წელიწადში ერთხელ ამბობენ, რომ ამ მზის ქვეშ ჩვენც გვეკუთვნის ჩვენი პატარა ადგილი და ჩვენ ვეუბნებით, რომ არა, მზის ქვეშ არ გამოხვიდე, სახლში იყავი და შენთვის იყავი, მე ნუ მაწუხებ უმრავლესობა რომ ვარ და ოჯახის სიწმინდის დღეს რომ აღვნიშნავ.

"ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, რომ კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებას არ აწყობს დაძაბულობა, ის იყენებს ეკლესიის რესურსს და დღეს, ჩვენს საპატრიარქოს რესურსს. და დღეს ჩვენ ამას უკვე მერამდენეჯერ ვხედავთ. ეს ყველაფერი უნდა დავინახოთ კავშირში, წინა დღეებში არსებულ აქციასთან მიმართებაში. წინა დღეებში, ხელისუფლება მოვიდა და თქვა, რომ ის ამ აქციას მშვიდობიანად დაასრულებს, მაგრამ მშვიდობიანად დასრულების შანსი მცირდება და ვერ დაიცავს აქციის მონაწილეებს, იმიტომ რომ მის მიერ მართული "ქართული მარში" შეიძლება იყოს უფრო აგრესიული ანუ ხელისუფლებამ თქვა, რომ მე კი ვაკეთებ ყველაფერს, მაგრამ რაღაც მომენტში, ეს შეიძლება ვერ განვახორციელო. ამის შემდეგ დღევანდელი აქციის გადადება, როგორ შეიძლება ჩავუთვალოთ ამ აქციის მონაწილეებს არაგონივრულ ქმედებაში. მთავარი აქ ის არის, რომ ისინი სწორად აფასებენ იმას, რომ ხელისუფლება ტოლობას სვამს ძალადობასა და მსხვერპლს შორის, რაც შეიძლება მოხდეს ქვეყანაში", - განაცხადა კორძაიამ.

შეგახსენებთ, 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

ამ დღესთან დაკავშირებით, ლგბტ თემის წარმომადგენლები და უფლება დამცველები მთავრობის ადმინისტრაციასტან აქციას გეგმავდნენ, თუმცა, აქცია გაუქმდა. 

ამასთან დაკავშირებით "თანასწორობის მოძრაობამ" განცხადება გაავრცელა.

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

5 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237