კატალონიის ჟენერალიტეტის ახალმა ხელმძღვანელმა თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

კატალონიის ჟენერალიტეტის ახალმა ხელმძღვანელმა თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა

კატალონიის ჟენერალიტეტის ახალმა ხელმძღვანელმა (კატალონიის მთავრობა) კიმ ტორამ დღეს თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა. ფიცის დადებისას მან პირობა დადო, რომ პირნათლად შეასრულებს საკუთარ მოვალეობებს და "კატალონიელი ხალხის" ერთგული იქნება. ამის შესახებ La Vanguardia იტყობინება.

აღსანიშნავია, რომ ტორას ესპანეთის მეფე ფილიპ VI და ესპანეთის კონსტიტუცია არ უხსენებია. მას სიმბოლურად ყვითელი ლენტი ეკეთა, როგორც სოლიდარობის ნიშანი დაკავებული აქტივისტებისა და პოლიტიკოსების მიმართ, რომლებიც კატალონიის დამოუკიდებლობას მხარს უჭერენ.
აღსანიშნავია, რომ ესპანეთის მთავრობის წევრები ცერემონიაზე წარმოდგენილი არ იყვნენ.

14 მაისს, კატალონიის პარლამენტმა ხოაკიმ ტორა ჟენერალიტეტის (კატალონიის მთავრობა) ახალ ხელმძღვანელად აირჩია. კენჭისყრისას მის კანდიდატურას მხარი 66-მა დეპუტატმა დაჭირა, 65 წინააღმდეგი იყო, ხოლო ოთხმა კენჭისყრისგან თავი შეიკავა.

ფორმალურად, ის რომელიმე პარტიის წევრი არ არის, მაგრამ ახლო მეგობრობა აკავშირებს კატალონიის ჟენერალიტეტის ყოფილ ლიდერ, კარლეს პუჩდემონთან.
კენჭისყრამდე ტორამ პირდაპირ დაასახელა კარლეს პუჩდემონი „ჟენერალიტეტის ლეგიტიმურ მეთაურად“ და პირობა დადო, რომ ახალი პრეზიდენტი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მშენებლობას გააგრძელებს.

ირანმა, აშშ-ის გარეშე ბირთვული პროგრამის შენარჩუნების სანაცვლოდ, ევროპას ულტიმატუმი წაუყენა

ირანმა, აშშ-ის გარეშე ბირთვული პროგრამის შენარჩუნების სანაცვლოდ, ევროპას ულტიმატუმი წაუყენა

1 საათის წინ

მისი თქმით, აშშ-მა, 2015 წლის ივლისში, ირანის ბირთვული პროგრამის ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ხელმოწერის შემდეგ, არაერთხელ დაარღვია დოკუმენტში შეთანხმებული საკითხები, ხოლო აღნიშნული მოვლენების განმავლობაში ევროპა დუმდა. "იმ...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054