"იბერიას" მფლობელი არხზე მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

"იბერიას" მფლობელი არხზე მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს

ტელეკომპანია "იბერიას" მფლობელი ზაზა ოქუაშვილი არხზე მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართული პლენარული სხდომის შემდეგ მოქმედმა დეპუტატმა განაცხადა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა, თუმცა ცვლილებებს მიესალმება უფრო ხელსაყრელი დროის მონაკვეთში.

"დემოკრატიულ სივრცეში ვურჩევდი თუ ეს საშუალება მომეცემა, რომ რეორგანიზაცია უფრო პასიურ დროს გაკეთდეს. როცა არის აგვისტო, როცა ხალხი ისვენებს. თუმცა გადაწყვეტილება მათია. ეს ამბიციური გადაწყვეტილებაა და ამბიცია აქვთ უკეთესზე მიგვითითებს. თუ უკვე გადაწყვეტილია არ ვიცი რამდენად გაითვალისწინებს ჩემს რჩევას. 

ჰყავს დირექცია იბერიას, მე ასე აქტიურად არ ვერევი. ჩემთვის რომ ეკითხათ დავუშვათ არა როგორც მფლობელი, იმიტომ რომ მე ახლა სახელმწიფო სამსახურში ვარ, პარლამენტში, მაშინ აუცილებლად ვურჩევდი, რომ უფრო პასიური დრო აერჩიათ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიძახი, მივესალმები ამბიციებს და უფრო დიდი ძალებით და მიზნებით ასე ვთქვათ მოსვლას და გაგრძელებას," განაცაცხადა ტელეკომპანია "იბერიას" მფლობელმა ზაზა ოქუშვილმა.

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

12 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054