გურჯაანში, სოფელ ვეჯინში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია უტარდება

გურჯაანში, სოფელ ვეჯინში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია უტარდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას რეაბილიტაცია უტარდება.

"ერთი კვირაა რაც რეაბილიტაცია დაიწყო. მოიჭრა მიწის ზედა ფენა და გამოჩნდა ძეგლის კონტურები. სამნავიანი ბაზილიკაა, ნაშენია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. ადრეულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება და ყველაზე ძველი ეკლესიაა სოფელ ვეჯინის ტერიტორიაზე. აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ჭერი ძალიან დაზიანებულია და კედლებიც მხოლოდ ნაწილობრივაა შემორჩენილი. მიწის სამუშაოები 2-3 დღეში დასრულდება და შემდეგ უშუალოდ მშენებლობის პროცესი დაიწყება. ტაძარი პირვანდელი იერსახით აღდგება და მოქმედი გახდება.

ეკლესიის მახლობლად ასევე გამოჩნდა ქვის სამარხი, რომელიც ფეოდალური ხანით თარიღდება. ეს სამარხები საქართველში მეოთხე საუკუნიდან შემოდის. მოხდება თუ არა შესწავლა, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით,“- განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტმა, თამაზ მარკოზაშვილმა.

წელს რეაბილიტაცია კიდევ ერთ ტაძარს ჩაუტარდება. იგეგმება სოფელ კოლაგში მდებარე მეცხრამეტე საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის აღდგენა.

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა "ბლექ სი არენა"-ზე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა "ბლექ სი არენა"-ზე გრანდიოზული კონცერტით გაიხსნა

8 საათის წინ

"ბლექ სი არენაზე“. მასშტაბური შოუ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა გახსნა.  "წარმატებას ვუსურვებ მონაწილეებს გამორჩეულ მხარდაჭერას კი ჩვენს გოგონებისა და ბიჭეის გუნდს ვუცხადებ, წარმატება თითოელ...

5 პოპულარული სიახლე
USD 2.6216
EUR 3.0854
GBP 3.4584
TRY 0.4172