თიბისი ბანკმა ასავალ-დასავალთან 4 წლიანი სამართლებრივი დავა დაასრულა

თიბისი ბანკმა ასავალ-დასავალთან 4 წლიანი სამართლებრივი დავა დაასრულა

"ასავალ-დასავალმა" უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღასრულა და  საჯაროდ უარყო 2014 წელს გამოცემის სხვადასხვა ნომერში გავრცელებული ცრუ ინფორმაცია თიბისი ბანკისა და მამუკა ხაზარაძის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა მის მიერ გამოქვეყნებული სიცრუე უარყო იმავე გვერდზე და იმავე შრიფტით, რა ფორმითაც მანამდე ავრცელებდა ინფორმაციას.

თიბისი ბანკმა და მამუკა ხაზარაძემ "ასავალ-დასავალის" წინააღმდეგ სარჩელი 2014 წლის თებერვალში შეიტანეს. მიზეზი პიროვნებისა და ბანკის დისკრედიტაციისადმი მიზანმიმართული გრძელვადიანი კამპანია იყო.

სასამართლო დავა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საქართველოს სასამართლოების ყველა ინსტანცია გაიარა. ყველა ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმე ეხებოდა როგორც ცრუ ინფორმაციის გავრცელებას თიბისი ბანკისა და მისი დამფუძნებლის შესახებ, ისე მამუკა ხაზარაძის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას.

სიცრუის უარყოფის გარდა, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, გაზეთმა ასევე გადაიხადა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად დაკისრებული ფულადი კომპენსაცია. მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებით, თანხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების წარჩინებულ სტუდენტებს  სტიპენდიის სახით გადაეცემათ.

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა იყო და სამწუხაროდ დღემდე რჩება ერთ-ერთ მძიმე პრობლემად

მამუკა ბახტაძე: ჭარბვალიანობა იყო და სამწუხაროდ დღემდე რჩება ერთ-ერთ მძიმე პრობლემად

8 საათის წინ

"ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, გამსესხებლის მოთხოვნები მსესხებელი ფიზიკური პირის მიმართ დაკმაყოფილდება მხოლოდ დაგირავებული ქონებით და სხვა ქონებიდან ვეღარ მოითხოვს თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ეფექტური...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237