გურჯაანში, ჭადრაკში სასკოლო სპარტაკიადა ჩატარდა

გურჯაანში, ჭადრაკში სასკოლო სპარტაკიადა ჩატარდა

გურჯაანში, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის ჭადრაკში სპარტაკიადა გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ქ.გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. გამარჯვებელი გუნდის წევრებს - დათა ყალაბეგაშვილს, ანი ჭყოიძეს და გიგი ჩოკოშვილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული, მედლები და დიპლომები გადაეცათ. 

მეორე ადგილზე ქ.გურჯაანის მე-2, ხოლო მესამე ადგილზე სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლები გავიდნენ.სამივე ადგილზე გასულ გუნდებს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ, საჩუქრად საჭადრაკო დაფები გადასცათ.

სასკოლო სპარტაკიადა ჭადრაკში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის,განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს

1 საათის წინ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცხოველთა...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054