მოლდოვის პრეზიდენტი: კიშინიოვში ნატო-ს ოფისი, შესაძლოა წლის ბოლოს დაიხუროს

მოლდოვის პრეზიდენტი: კიშინიოვში ნატო-ს ოფისი, შესაძლოა წლის ბოლოს დაიხუროს

მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა გაზეთ "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კიშინიოვში ნატო-ს ოფისი ამ წლის ბოლოს შესაძლოა დაიხუროს.

"მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ნატო-ს ოფისს კიშინიოვში. მაღალი ალბათობით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მიმდინარე წლის ბოლოს ალიანსის ოფისი დაიხურება ", - თქვა დოდონმა.

მისივე თქმით, კიშინიოვში ნატო-ს საინფორმაციო ოფისის გახსნის მიზეზი ისაა, რომ ალიანსის ქვეყნებმა მოლდოვის მოსახლეობის ნეიტრალიტეტის დაძლევა უნდა მოაწონონ. დოდონის თქმით, მოლდოველების უმრავლესობამ განაცხადა, რომ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება არ სურს.

ამა წლის 7 მაისს, მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა „ზვეზდასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლდოვის ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ბაზების გაჩენის საფრთხე არ არსებობს.

გასული წლის მაისში იგორ დოდონმა განაცხადა, რომ მოლდოვის ნატო-ში გაწევრიანება "კატეგორიულად მიუღებელია". მისი თქმით, ქვეყანას ევროპული ღირებულებები არ სჭირდება.

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

პუტინი: ეჭვი მაქვს, უკრაინა NATO-ს წევრი გახდება

1 საათის წინ

"NATO არა მარტო რუსეთის საზღვრებთან მოვიდა, არამედ ჩვენ ეჭვი გაგვიჩნდა, რომ უკრაინა მათი წევრი ქვეყანა გახდება", - აღნიშნა პრეზიდენტმა. მათ შორის, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მოსკოვის ინტერესებს პატივი უნდა სცენ. ასევე, აღნიშნა, რომ NATO-ს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237