ზურაბ ჯაფარიძე: სააპელაციოში ჩემი 2 000 ლარიანი საქმე მურუსიძეს აწერია

ზურაბ ჯაფარიძე: სააპელაციოში ჩემი 2 000 ლარიანი საქმე მურუსიძეს აწერია

"ჩემი 2,000 ლარიანი საქმე სააპელაციოში აწერია ... wait for it ... მურუსიძეს", - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

შეგახსენებთ, 3 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტიის ლიდერ ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დაჯარიმდა. მეორე დღეს ზურაბ ჯაფარიძემ "აიპრესთან" ინტერვიუში თქვა, რომ ჯარიმის გადახდას არ აპირებს: "ჯარიმას არ გადავიხდი, მოუწევთ ჩემი მოხუცი მშობლების სახლიდან გამოყრა!" - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ. 3 მაისვე „გირჩის“ წევრებს იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს 10 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ, მათ სასამართლოს მიერ დაკისრებული სასჯელი უკვე მოიხადეს და თავისუფლები არიან.

„გირჩის“ წევრების იაგო ხვიჩიასა და ვახტანგ მეგრელიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება 3 მაისს შსს-მაც გაავრცელა.

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის  ღვთისმშობლის შეურაცხყოფა  ისეთივეა, როგორც - დედის

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ისეთივეა, როგორც - დედის

13 წუთის წინ

"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054