"ზუგდიდის" ფეხბურთელს, რომელსაც ზაზა ჯანაშიამ მანქანა დაულომბარდა, აღსრულებამ ჩამოართვა

"ზუგდიდის" ფეხბურთელს, რომელსაც ზაზა ჯანაშიამ მანქანა დაულომბარდა, აღსრულებამ ჩამოართვა

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდის" ერთ-ერთ ფეხბურთელს, გუშინ საღამოს, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, კლუბის მეპატრონისა და პრეზიდენტის, ზაზა ჯანაშიას მიერ დაგირავებული ავტომობილი ჩამოართვა, ვინაიდან ჯანაშია აღნიშნული ავტომობილის სესხის პროცენტს არ იხდიდა.

ეს ინფორმაცია "აიპრესს" ფეხბურთელმაც და ჯანაშიამაც დაუდასტურეს.

გარდა ამისა, ჯანაშიას „ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელისა და კიდევ ორი ფეხბურთელის მანქანა ჰყავს დაგირავებული. ჯანაშიამ „აიპრესს“ განუცხადა, რომ ეს პრობლემები მალე მოგვარდება.

"ესენი ყველაფერი გამოსწორდება, დალომბარდებული თუ არის, კაცი თუ დაგეხმარა, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ისე, რომელიც ყველაფერი გამოსწორდება. გამოვიხსნით კი არა, ყველაფერი დალაგდება ახლო ვადებში, რაც არის გასაკეთებელი", - ასეთია ზაზა ჯანაშიას კომენტარი მომხდარზე. 

"სიონი" - "დილა" - 2:2 - თამაში, რომელსაც მხოლოდ მსაჯი აფუჭებს

"სიონი" - "დილა" - 2:2 - თამაში, რომელსაც მხოლოდ მსაჯი აფუჭებს

7 საათის წინ

შეხვედრას არც ტემპი აკლდა და არც მაყურებელი, ერთადერთი, რომლის მიმართაც ყველაზე ხშირად ისმოდა უცენზურო გამონათქვამები, მატჩის მთავარი არბიტრი, ჯენერი ხორავა იყო, რომელმაც აღნიშნული დაპირისპირება არც თუ დამაჯერებლად განსაჯა. ანგარიში...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237