აჭარაში ტურისტული სააგენტოებისა და გიდების ინფოტური მოეწყო

აჭარაში ტურისტული სააგენტოებისა და გიდების ინფოტური მოეწყო

აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით მსხვილი ქართული ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები აჭარას სტუმრობენ. დღეს მათ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პრეზენტაცია ჩაუტარდათ აჭარის, როგორც ოთხი სეზონის ტურისტული მიმართულების შესახებ. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა მათ რეგიონის სამთო, ეკოტურისტული და საზღვაო ტურისტული პოტენციალის, ასევე ტურიზმის კუთხით დაგეგმილი სიახლეების შესახებ ესაუბრნენ. 

ინფოტურის მონაწილეები რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მოწვევით სამი დღით სტუმრობენ. აჭარაში ყოფნისას ისინი მაჭახელას, მირვეთის, ქედის ტურისტულ მარშრუტებს გაივლიან და იქ არსებულ ტურისტულ სერვისებს გაეცნობიან. ასევე მოინახულებენ ძმები ნობელებისა და ეთნოგრაფიულ მუზეუმებს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღსა და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმს.

„ჩვენი მთავარი მიზანია იმ ადამიანებს, რომლებიც უშაულოდ ზრუნავენ რეგიონში ტურისტების მოგზაურობის დაგეგმვაზე გავაცნოთ მთიანი აჭარა თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებით. როგორც წესი, აჭარაში მყოფ ტურისტებს ბათუმში ასვენებენ და მთიანი აჭარიდან მხოლოდ ქედაში ამოგზაურებენ, რაც გვინდა რომ შეიცვალოს. რეგიონს გააჩნია ულამაზესი ეროვნული პარკები, სხვადასხვა თემატური ტურისტული მარშრუტები მაჭახელას, მირვეთის, ხიხანის, გობრონეთის, მერისის, ჩირუხის, მწვანე ტბისა და ქედის მიმართულებით. ჩვენ გვინდა სწორედ ტურისტულმა კომპანიებმა და გიდებმა გაიარონ ეს მარშრუტები, რათა შემდგომ თავიანთ ტურისტებს შესთავაზონ მთიან აჭარაში მოგზაურობა. ჩვენ გასულ წელს 280-ზე მეტ ადამიანს გავაცანით აჭარის მთიანეთი და წელსაც ვაგრძელებთ რეგიონის პოპულარიზაციას,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.
 

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს

1 საათის წინ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცხოველთა...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054