მეუფე შიო: ოჯახის სიწმინდე შეირყა და ამით ჩვენს იდენტობას ვკარგავთ

მეუფე შიო: ოჯახის სიწმინდე შეირყა და ამით ჩვენს იდენტობას ვკარგავთ

ოჯახის სიწმინდესთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ აქცია-მსველობას ქაშუეთის ტაძართან ილია მეორეს მოსაყდრე მეუფე შიო და სხვადასხვა ეპარქიის ეპისკოპოსები შეუერთდნენ.

მეუფე შიოს თქმით: " დღეს არის ამაღლების დღესასწაული და უფალმა თავისი ზეცად აღსვლით ჩვენ დაგვიბრუნა ზეციური ცხოვრება. ჩვენ ეკლესიაში ვხვდებით მისი თანაზიარნი. ამრიგად, ჩვენი ზეცად ამაღლებაც არის დღეს. ოჯახის სიწმინდე იმიტომ უნდა დავიცვათ, რომ ოჯახის ფორმა, ყოფიერების ფორმა რასაც ჰქვია, ასეთად შექმნა ღმერთმა ადამიანი. ოჯახური სიწმინდე და ოჯახური ცხოვრება არის მთავარი გზა ადამიანებისთვის და ამაღლებისთვის. რა თქმა უნდა შეირყა ეს სიწმინდე, რადგან ტოტალურად გვესმის სხვადასხვა ქვეყნებში ანტიოჯახური ღირებულებების პროპაგანდა, დაკანონება, და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც. დაშორებების სტატისტიკა არის კატასტროფული. რა თქმა უნდა ეს საგანგაშოა და ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ეს შევინარჩუნოთ და ავაღორძინოთ. ოჯახის სიწმინდის დაკარგვით ჩვენ ჩვენს ერს ვკარგავთ, ჩვენს იდენტობას ვკარგავთ. ჩვენი დღევანდელი აქცია სრულიად მშვიდობიანია". 

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

2 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237