დღეს ქედაში ტრადიციული დღესასწაული ფესტივალი "ფრიდონობა" გაიმართება

დღეს ქედაში ტრადიციული დღესასწაული ფესტივალი "ფრიდონობა" გაიმართება

სპეციალურად ამ დღისათვის პოეტის სოფელ გეგელიძეებში მოსახლეობა საქართველოს სხვადადხვა კუთხეებიდან ჩამოდის. ღონიძიების ფარგლებში მოეწყობა გამოფენა, პოეზიის მოყვარულებს შეეძლებათ სოფელ გეგელიძეებში ფრიდონ ხალვაშის სახელობის მიზეუმი დაათვალიერონ, სადაც პოეტის ნივთები ინახება. დღესვე სოფელში მოეწყობა კარვების ქალაქი, მოეწყობა კონოჩვემებაც.

"წელს მეათედ ტარდება ეს დღესასწაული "ფრიდონობა" ძალიან საინტერესო ღონისძიებაა და შევეცადეთ რომ განსხვავებული ფორმატი შეგვეთავაზებინა ფრიდონ ხალვაშის მკითხველისთვის ლიტერატურის მოყვარული ხალხისთვის და რაღაც ერთგვარი სინთეზი მომხდარიყო ეთნოგრაფიულ ლიტერატურული ღონისძიებებისა, მთელი რიგი კასკადი არის დაგეგმილი დღეს ღონისძიებების მოეწყობა კარვების ქალაქო. საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან არიან ჩამოსულები და კულტურით დაინტერესებული ახალგაზრდები ეცნობიან აჭარის ეთნოგრაფიას კითხულობენ ფრიდონ ხალვაშის ლექსებს. მოგვიანებით კი იქნება პოეზიის საღამო კოცონთან ღამით, ასევე მოეწყობა კინოჩვენება ღია ცის ქვეშ ადგილპბრივი ახალგაზრდობისთვის და სტუმრებისთვის და მოკლედ ბედნიერი ადამოანი ვარ, რომ ამ ყველაფრის მონაწილე და ორგანიზატორი ვარ" განაცხადა "აიპრესთან" ღონოსძიების ორგანიზატორმა გენრი დოლიძემ.

"ძალიან მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდა თაობამ გადაიბარა ფრიდონობის დღესასწაულის ორგანიზება და აფროლიტურად სხვა სახე და სხვა შინაარსი შესძინა და მე ვფიქრობ, რომ თანდათან აქ უნდა დაარსდეს და გადაიქცეს ეს შეხვედრები არამარტო პოეზების არამედ მხატვრობის, ფერწერის, კინომაროგრაფიის, ახალგაზრდულ ფესტივალად რამეთუ ჩვენს სოფელში გეგელიძეებში უკვე ამის ინგრასტრუქტურაც არსებობს, ტურისტული ინფრასტრუქრურა განვითარდა და მე ვფიქრობ, რომ ახალი სული შთაებერა და როგორც მისი ორგანიზატორები ამბობენ ახალგაზრდა პოეტები, ეს ახალ სულს შეიძენს და ახალ მიმართულებას ახალ სახეს მიიღებს, მე ამით ძალიან მოხარული ვარ" განაცხადა ფრიდონ ხალვაშის შვილმა ზაზა ხალვაშმა.

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს

1 საათის წინ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცხოველთა...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054