ლგბტ/ქვიარ თემის წევრები ფიზიკური აქციის ნაცვლად ონლაინ აქციას გამართავენ

ლგბტ/ქვიარ თემის წევრები ფიზიკური აქციის ნაცვლად ონლაინ აქციას გამართავენ

ლგბტ/ქვიარ თემის წევრები და მათი მხარდამჭერები დღეს, 19:00 საათზე ონლაინ აქციას აანონსებენ, რაც მათ მიერ მითითებულ ლოკაციაზე (პარლამენტთან) ფეისბუქის საშუალებით check in-ს გულისხმობს.

"ჩვენ, ლგბტ თემის წევრები, ქვიარ ადამიანები და მათი მხარდამჭერები, 19:00 საათზე, ონლაინ აქციას ვიწყებთ! თუკი პარლამენტთან ფიზიკურად მისვლის უფლება გვეზღუდება, ჩვენ ონლაინ სივრცეში, იმავე დროს, საქართველოს პარლამენტთან მოვინიშნებით!", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

აქციაში ჩართვის მსურველებმა კი:

  • ზუსტად 19:00 საათზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდეთ, Facebook-ის საშუალებით check-in გააკეთეთ მითითებულ ფეიჯზე: https://bit.ly/2KwwC01;
  • გრძნობად დაამატეთ 'Unsafe' და მიანიჭეთ შესაბამისი ემოჯი;
  • ტექსტში მიუთითეთ: "17 მაისი არის ჰომო/ბი/ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე";
  • ტექსტში ასევე შეგვიძლიათ ინდივიდუალური მოწოდებების გაჟღერება, თუმცა აქვე გთავაზობთ რამდენიმე იდეას: "პარლამენტში რაც უნდა ის ქნან, ქუჩაში ნუ გამოდიან!"; "პირველი ქვა წმინდანებმა ისროლონ"; "იყო და არა იყო რა! - შსს-ს დაპირებები"; "შსს - დაჯექი! ორიანი!"; "ქართული მარში გაგხვევს შარში";
  • შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰეშთეგები: #არდავთმოთ17მაისი #ReclaimingMay17.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და მას მსოფლიოს 120-ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად აღნიშნავენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

3 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237