ბრიტანეთის პრემიერი: ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, საბაჟო კავშირს დავტოვებთ

ბრიტანეთის პრემიერი: ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, საბაჟო კავშირს დავტოვებთ

ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ტერეზა მეის განცხადებით, ქვეყანა საბაჟო კავშირის დატოვებისთვის მზადაა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

მანამდე, გამოცემა The Telegraph- მა დაწერა, რომ ბრიტანეთის ხელისუფლება მზად არის ევროპას შეატყობინოს, რომ ბრიტანეთი 2021 წლამდე საბაჟო კავშირში დარჩება.
თუმცა, ტერეზა მეიმ ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ, აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

"არა" ბრიტანეთი საბაჟო კავშირს ევროკავშირთან გასვლის შემდეგ დატოვებს. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილავთ სამომავლო საბაჟო შეთანხმებებს ევროკავშირთან ", - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა. 

გასული წლის 15 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს, ბრექსითის შემდეგ, დროებითი საბაჟო კავშირის შექმნას შესთავაზებს.

ქვეყნის ხელისუფლების ახალ დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ 2019 წლის მარტიდან, როდესაც ბრექსითის შესახებ მოლაპარაკებები დასრულდება, დროებითი საბაჟო კავშირი შეიქმნება. აღნიშნული კავშირის ფარგლებში, ბრიტანეთისა და ევროკავშირის ქვეყნების ვაჭრობა აქამდე არსებული პირობების მიხედვით გაგრძელდება, თუმცა ლონდონი აგრეთვე შეძლებს სავაჭრო მოლაპარაკებები ისეთ ქვეყნებთან აწარმოოს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები. მანამ, სანამ ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, მას არაწევრ ქვეყნებთან სავაჭრო მოლაპარაკებების განხორციელების უფლება არ აქვს

ირანმა, აშშ-ის გარეშე ბირთვული პროგრამის შენარჩუნების სანაცვლოდ, ევროპას ულტიმატუმი წაუყენა

ირანმა, აშშ-ის გარეშე ბირთვული პროგრამის შენარჩუნების სანაცვლოდ, ევროპას ულტიმატუმი წაუყენა

57 წუთის წინ

მისი თქმით, აშშ-მა, 2015 წლის ივლისში, ირანის ბირთვული პროგრამის ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ხელმოწერის შემდეგ, არაერთხელ დაარღვია დოკუმენტში შეთანხმებული საკითხები, ხოლო აღნიშნული მოვლენების განმავლობაში ევროპა დუმდა. "იმ...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054