გოცირიძე:  ხელისუფლებამ აგრესიული ''ზონდერ'' ჯგუფები შექმნა, რის გამოც აქტივისტები ქუჩაში ვერ გამოდიან

გოცირიძე: ხელისუფლებამ აგრესიული ''ზონდერ'' ჯგუფები შექმნა, რის გამოც აქტივისტები ქუჩაში ვერ გამოდიან

"მთავრობა დამნაშავეა იმაში, რომ ის ვერ იცავს კონსტიტუციას. არ აძლევს ადამიანებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენების საშუალებას, როგორიც არის გამოხატვის და შეკრების თავისუფლება"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ ადამიანები შიშის გამო ქუჩაში ვერ გამოდიან.

"ის, რომ პოლიციის კორდნით იქნება მოძალადების მხრიდან მეორე მხარე დაცული, ეს არაფერის ნიშნავს. მოძალადეები და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, უნდა იყვნენ ციხეში და არა კორდონს მიღმა. გაშორიშორება კი არ არის ხელისუფლების ამოცანა, ხელისუფლების ამოცანა კონსტიტუციით მინიჭებული ადამიანის უფლების დაცვაა. ვერ იცავს ამას და ადამიანებს ქუჩაში გამოსვლა ეშინიათ. ეს არის სამარცხვინო.

ხელისუფლებამ შექმნა ზონდერ ჯგუფები, აგრესიული ჯგუფები. მხოლოდ ხელისუფლებას აქვს ძალის გამოყენების უფლება. როდესაც ამ უფლებას ვერ იყენებს, ამას იყენებს ბრბო და და აგრესიული ადამიანები. სწორედ აგრესიული ადამიანების ზემოქმედების შედეგად ვერ გამოდიან სხვა სახის აქტივისტები ქუჩაში. ამას მიაღწია დღეს ხელისუფლებამ. ამ პროცესებში პირდაპირ ბრალი მთავრობას მიუძღვის ",- განაცხადა გოცირიძემ.

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის  ღვთისმშობლის შეურაცხყოფა  ისეთივეა, როგორც - დედის

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ისეთივეა, როგორც - დედის

13 წუთის წინ

"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054