ბურჯანაძე: ოჯახის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია!

ბურჯანაძე: ოჯახის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიება ძალიან მნიშვნელოვანია!

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს და ერის მთავარი სიძლიერე ოჯახური ფასეულობებია, ამიტომ, ოჯახის სიწმინდის დაცვა აუცილებელია. ამის შესახებ ბურჯანაძემ, "პალიტრანიუსის" ეთერში, ლგბტ საზოგადოებაზე საუბრისას განაცხადა.

ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელია ოჯახს ორი ერთნაირი სქესის ადამიანი წარმოადგენდენს. 

"ოჯახის სიწმინდე არის ოჯახის სიძლიერე, სახელმწიფოს სიძლიერე, ერის სიძლიერე. სახელწიფო, სადაც ოჯახური ფასეულობები ინგრევა, ძალიან მალე თვითონ წყვეტს არსებობას, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის, რასაც ჰქვია ოჯახის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიება და გახმოვანება იმისა, იგივე ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთხელ იმის თქმა, რომ ოჯახი არის ძალიან მნიშცნელოვანი. 

მსოფლიო განვითარების ისტორიაში, ყოველთვის არაბუნებრივი იყო. ამის პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად. ცხოველსაც კი არ ჰყავს დედა და დედა და მამა და მამა, არა თუ ადამიანს. ნორმალურია, როდეასც ორი კაცია ოჯახში და ერთს დედას ეძახის და მეორეს მამას?!", - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

ამასთან, ცნობისთვის, "სამშობლო ოჯახიდან იწყება" - ამ ლოზუნგით, საპატრიარქოს ორგანიზებით, დღეს აქცია-მსვლელობა იმართება.

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

44 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054