ბურჯანაძე: ნორმალურია, როდესაც ორი კაცია ოჯახში და ერთს დედას ეძახის და მეორეს მამას?!

ბურჯანაძე: ნორმალურია, როდესაც ორი კაცია ოჯახში და ერთს დედას ეძახის და მეორეს მამას?!

ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, "პალიტრანიუსის" ეთერში, ლგბტ საზოგადოებაზე საუბრისას განაცხადა. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს და ერის მთავარი სიძლიერე ოჯახური ფასეულობებია, ამიტომ, ოჯახის სიწმინდის დაცვა აუცილებელია. 

"ოჯახის სიწმინდე არის ოჯახის სიძლიერე, სახელმწიფოს სიძლიერე, ერის სიძლიერე. სახელწიფო, სადაც ოჯახური ფასეულობები ინგრევა, ძალიან მალე თვითონ წყვეტს არსებობას, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა ის, რასაც ჰქვია ოჯახის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებული ღონისძიება და გახმოვანება იმისა, იგივე ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთხელ იმის თქმა, რომ ოჯახი არის ძალიან მნიშცნელოვანი. 

მსოფლიო განვითარების ისტორიაში, ყოველთვის არაბუნებრივი იყო. ამის პროპაგანდა არ შეიძლება ჩაითვალოს ნორმალურად. ცხოველსაც კი არ ჰყავს დედა და დედა და მამა და მამა, არა თუ ადამიანს. ნორმალურია, როდეასც ორი კაცია ოჯახში და ერთს დედას ეძახის და მეორეს მამას?!", - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 

ამასთან, ცნობისთვის, "სამშობლო ოჯახიდან იწყება" - ამ ლოზუნგით, საპატრიარქოს ორგანიზებით, დღეს აქცია-მსვლელობა იმართება.

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

5 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237