გაერო: რუსეთის მოსახლეობა შემცირდება და  2050 წლისთვის 132.7 მილიონ ადამიანს მიაღწევს

გაერო: რუსეთის მოსახლეობა შემცირდება და 2050 წლისთვის 132.7 მილიონ ადამიანს მიაღწევს

რუსეთის მოსახლეობა კვლავ შემცირდება და 2050 წლისთვის 132.7 მილიონ  ადამიანს მიაღწევს. ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის (DESA) ანგარიშშია ნათქვამი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ურბანიზაციის პროცესი მთელ მსოფლიოში გაგრძელდება. მიმდინარე საუკუნის შუა რიცხვებში მსოფლიოს ურბანული მოსახლეობის წილი 68% იქნება (დღეს - 55%-ია).

იგივე პროცესი იქნება რუსეთში. DESA- ს მონაცემებით, 2050 წლისთვის რუსეთის ქალაქებში 110.6 მილიონი ადამიანი (ანუ 74.4%) იცხოვრებს. ამავდროულად, მთლიანი მოსახლეობა სტაბილურად კლებულობს: 2030 წელს 140.5 მილიონი იქნება, ხოლო 2050 წელს 132.7 მლნ. 

იტალიის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი ხელისუფლების ფორმირების ბრძანება გასცა

იტალიის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი ხელისუფლების ფორმირების ბრძანება გასცა

17 წუთის წინ

4 მარტს იტალიაში საპარლამენტო არჩევნები იყო, რომლის შედეგადაც უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო, ხოლო მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 7 მაისს კი მატარელამ პაოლო ჯენტილონის ხელისუფლება...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054