"სამშობლო ოჯახიდან იწყება" - საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული აქცია - მსვლელობა იწყება

"სამშობლო ოჯახიდან იწყება" - საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული აქცია - მსვლელობა იწყება

"სამშობოლო ოჯახიდან იწყება" , "წარმატებაში ხელშემწყობი, მწუხარებაში გვერში მდგომი - ოჯახია", "ოჯახი ყველაზე რეალური და ერთგული მეგობარი","გავუფრთხილდეთ ერთმანეთის რელიგიურ გრძნობებს, პატივი ვცეთ ჩვენს წინაპრებს", "იყავით სამაგილითო, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით", "ოჯახი მცირე ეკლესიაა", - ამ სლოგანებით ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული აქცია - მსვლელობა რამდენიმე წუთში ვარდების მოედნიდან დაიწყება.

ვარდების მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით აქციის მონაწილეები გაემართებიან ქაშვეთის წმ. გიორგის ეკლესიისკენ, სადაც 10:00 საათიდან მღვდელმთავრების მონაწილეობით საზეიმო წირვა ტარდება. 

ქაშვეთთან დაილოცება 300-მდე ოჯახიც, რომელთაც ექვსი შვილი ჰყავთ (გასულ წლებში დაილოცა 7 და მეტი შვილიანი ოჯახები).

ქაშვეთთან შეკრებილნი მიეგებებიან მსვლელობის მონაწილეებს, გადახდილი იქნება პარაკლისი და შემდეგ ყველანი ერთად გაემართებიან სამების საკათედრო ტაძრისკენ, სადაც მათ კათოლიკოს-პატრიარქი დახვდება.

ამ დღეს სხვადასხვა ადგილას ჯვარს იწერს 400-მდე წყვილიც, რომელთაც ოჯახი ადრე აქვთ შექმნილი, მაგრამ ჯვარი არ დაუწერიათ. ასეთ მეუღლეთა ჯვრისწერები წელიწადია მიმდინარეობს და ამაღლების ზეიმზეც გაგრძელდება.

უშუალოდ სამების საკათედრო ტაძარში წირვის შემდეგ ჯვარს დაიწერს 40-ზე მეტი წყვილი და შემდეგ ისინი კათოლიკოს-პატრიარქთან, სამღვდელოებასთან და აქ მყოფ მრევლთან ერთად შეეგებებიან მსვლელობის მონაწილეთ.

სამების საკათედრო ტაძარში მისი უწმინდესობა კიდევ ერთხელ დალოცავს შეკრებილთ, მიულოცავს ამაღლების დღესასწაულს და აკურთხებს სრულიად საქართველოს.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს GOOGLE-ც ულოცავს

2 საათის წინ

დღეს, ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა - დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე-საქართველოს ეროვნული დღესასწაულია, რომელიც ყოველი წლის 26 მაისს...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237