ლანჩხუთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ლანჩხუთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ლანჩხუთში, სოფელ მაჩხვარეთში, ზენაიშვილების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო როგორც ლანჩხუთის, ასევე ჩოხატაურის და ოზურგეთის სახანძრო სამაშველო ჯგუფები, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა და მთლიანად დაიწვა. 

როგორც „აიპრესს“ ლანჩხუთის მერიის პრესცენტრში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია. ადგილზე მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან.

შშ-ს ინფორმაციით,გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობა, რაც ცეცხლთან ან მომეტებულ საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს

სამცხე-ჯავახეთში შესაძლოა მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი აშენდეს

1 საათის წინ

შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ცხოველთა...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054