კილაძე: დაუშვებელია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის განსხვავებები, ქვეყანაში დაპირისპირების საფუძველი გახდეს

კილაძე: დაუშვებელია საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის განსხვავებები, ქვეყანაში დაპირისპირების საფუძველი გახდეს

"მიუხედავად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებებისა, დაუშვებელია ეს გახდეს ქვეყანაში დაპირისპირების და ძალადობის საფუძველი. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლება და მისი უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა", - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ განაცხადა. 

"არაერთხელ აღმინიშნავს ჩვენი ქვეყნის ტოლერანტობის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ და ვთვლი, რომ ღირებულებების თვალსაზრისით, ჩვენ ისტორიულად ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ. ამ ისტორიულმა ტრადიციამ ქვეყნის უზენაესი კანონში ჰპოვა სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას და უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის თანასწორუფლებიანობას. მოწყვლადი ჯგუფების მათი დაცვა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს. დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის არის უმცირესობათა უფლებების დაცვა.

შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიისთვის ადგილი არ რჩება. იმავდროულად, ოჯახის სიწმინდის დაცვა ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილისთვის უმნიშვნელოვანესია. ის ჩვენი საზოგადოების უმეტესობისთვის ტრადიციაა, რომელსაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება. მიუხედავად საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის არსებული განსხვავებებისა, დაუშვებელია ეს გახდეს ქვეყანაში დაპირისპირების და ძალადობის საფუძველი. ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლება და მისი უზრუნველყოფა სახელმწიფოს ვალდებულებაა.

მიუღებელია აზრის გამოხატვის გამო ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ადამიანი წარმოადგენს ჩვენი სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს ღირებულებას. დემოკრატიული, მრავალფეროვანი სახელმწიფოც სწორედ მაშინ არის ძლიერი, როდესაც განსხვავებულ ადამიანებს ერთმანეთის გვერდით მშვიდობიანი თანაცხოვრება შეუძლიათ. მჯერა, რომ ყველა ერთად დგომით, მაღალი სამოქალაქო თვითშეგნებით შევძლებთ საბოლოოდ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული საზოგადოების შექმნას", - განაცხადა სოფო კილაძემ. 

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის  ღვთისმშობლის შეურაცხყოფა  ისეთივეა, როგორც - დედის

სააკაშვილი გაბუნიაზე: მორწმუნეთათვის ღვთისმშობლის შეურაცხყოფა ისეთივეა, როგორც - დედის

13 წუთის წინ

"გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054