რუსთავის მუნიციპალიტეტში საკრებულოს დელეგაციის თვითმფრინავიდან სიმთვრალის გამო გამოაძევებას არ ადასტურებენ

რუსთავის მუნიციპალიტეტში საკრებულოს დელეგაციის თვითმფრინავიდან სიმთვრალის გამო გამოაძევებას არ ადასტურებენ

გავრცლედა ინფორმაცია, რომ ქალაქ რუსთავის დელეგაცია, თვითმფრინავიდან არაფხიზელი მდგომარეობის გამო გამოაძევეს.

"აიპრესმა" აღნიშნული ინფორმაცია რუსთავის მუნიციპალიტეტის პრესამსახურთან გადაამოწმა. მუნიციპალიტეტში განაცხადეს, რომ ფაქტს არ ადასტურებენ, რადგან დელეგაციამ ბორტი სიმთვრალის გამო კი არა, იმის გამო დატოვა, რომ ერთ-ერთი მათგანი შეუძლოდ გახდა.

"რასაკვირკველია არ ვადასტურებთ აღნიშნულ ინფორმაციას. იმიტომ რომ არცერთი მათგანი არ იყო ბორდზე მთვრალი. ეს არის სრული აბსურდი. არანაირი გამოძევება არ ყოფილა, უბრალოდ ბორტის უფროსმა განაცხადა, რომ ნამდვილად ცუდად გახდა დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, შესაბამისად უფროსმა განაცხადა, რომ არ დაუშვებდა ფრენას, რადგან ამ ბორდზე მსგავსი სიტუციის გამო ფატალური შემთხვევებიც მომხდარა", - განგვიცხადეს მუნიციპალიტეტში. 

შემთხვევა 10 მაისს მოხდა. დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ვარშავაში მიფრინავდა. 

რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

1 საათის წინ

რაბათის ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობასა და მისი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237