ტრამპმა თეთრ სახლს  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება დაავალა

ტრამპმა თეთრ სახლს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება დაავალა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლს საშუალო და მოკლემეტრაჟიანი რაკეტების (INF) შესახებ ხელშეკრულების დარღვევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მომზადება დაავალა. დოკუმენტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ფინანსთა მინისტრთან, თავდაცვის მინისტრთან, შს მინისტრთან და ეროვნული დაზვერვის დირექტორთან ერთად 1244-ე მუხლით გათვალისწინებული 2018 წლის საბიუჯეტო კანონის მოთხოვნების შესრულებას მოითხოვს. დოკუმენტი ტრამპმა თავად უნდა შეადგინოს, მაგრამ მან გადაწყვიტა თავისი უფლებამოსილება მინისტრებისთვის მიენიჭებინა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ პრეზიდენტმა უნდა შეიმუშაოს და წარუდგინოს კონგრესს ანგარიში, რომელიც კონკრეტული პირების შესახებ ზომების გატარებას ითვალისწინებს იმის გამო, რომ რუსეთი, INF- ს ხელშეკრულების პირობებს არ იცავს. დოკუმენტის მიხედვით, პასუხისმგებელ პირებს, რომლებმაც INF- ის ხელშეკრულება არ შეასრულეს, შესაძლოა სანქციები დაუწესდეთ. ასევე, სანქციები შესაძლოა რუსეთის ხელისუფლების წევრებსაც შეეხოთ. შესაძლო ზომებს შორისაა აშშ-ში აქტივების გაყინვა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა. 

იტალიის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი ხელისუფლების ფორმირების ბრძანება გასცა

იტალიის პრეზიდენტმა ქვეყნის ახალი ხელისუფლების ფორმირების ბრძანება გასცა

32 წუთის წინ

4 მარტს იტალიაში საპარლამენტო არჩევნები იყო, რომლის შედეგადაც უმრავლესობის მოპოვება ვერცერთმა პარტიამ ვერ შეძლო, ხოლო მმართველი კოალიციის შექმნის შესახებ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. 7 მაისს კი მატარელამ პაოლო ჯენტილონის ხელისუფლება...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054