ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა

16 მაისს,საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა. მშვიდობისა და თანხმობის სასახლეში შეკრებილი ოფიციალური პირების და მიწვეული სტუმრების წინაშე ჯგუფი „ინსაითი“ და ნინო ქათამაძე წარსდგნენ. ქართველი მომღერლის ორიგინალური შესრულების მანერამ დარბაზი აღტაცებაში მოიყვანა. 

დამოუკიდებლობის საიუბილეო ღონისძიება ასტანაში საქართველოდან ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა. დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე. ვიზიტის ფარგლებში 16 მაისს გაიმართა არაერთი შეხვედრა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დღეს, საქართველოს დელეგაციის წევრები ასტანაში ეკონომიკურ ფორუმს დაესწრებიან და შეხვედრებს გამართავენ ყაზახური ბიზნესის წარმომადგენლებთან. დაგეგმილია ასევე შეხვედრა ყაზახეთის განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრთან.

საჩხერის მუნიციპალიტეტში 6 ათასამდე ადამიანი წყალმომარაგების ახალი ქსელით ისარგებლებს

საჩხერის მუნიციპალიტეტში 6 ათასამდე ადამიანი წყალმომარაგების ახალი ქსელით ისარგებლებს

3 წუთის წინ

სამუშაოს, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 8 მილიონი ლარია. სამშენებლო პროცესს ადგილზე გაეცნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054