ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი

ასტანაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი

  • iRegions.Ge
  • 17 მაისი, 2018
  • 07:42
  • ადმინისტრატორი

16 მაისს,საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქში გაიმართა. მშვიდობისა და თანხმობის სასახლეში შეკრებილი ოფიციალური პირების და მიწვეული სტუმრების წინაშე ჯგუფი „ინსაითი“ და ნინო ქათამაძე წარსდგნენ. ქართველი მომღერლის ორიგინალური შესრულების მანერამ დარბაზი აღტაცებაში მოიყვანა.

დამოუკიდებლობის საიუბილეო ღონისძიება ასტანაში საქართველოდან ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა. დელეგაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და საქართველოს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე. ვიზიტის ფარგლებში 16 მაისს გაიმართა არაერთი შეხვედრა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დღეს, საქართველოს დელეგაციის წევრები ასტანაში ეკონომიკურ ფორუმს დაესწრებიან და შეხვედრებს გამართავენ ყაზახური ბიზნესის წარმომადგენლებთან. დაგეგმილია ასევე შეხვედრა ყაზახეთის განვითარებისა და ინვესტიციების მინისტრთან.

ქობულეთში საზაფხულო სეზონი გაიხსნა კინტრიშის ხეობაში აღინიშნა

ქობულეთში საზაფხულო სეზონი გაიხსნა კინტრიშის ხეობაში აღინიშნა

4 საათის წინ

ქობულეთში საზაფხულო სეზონი გაიხსნა. მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით წელს ზაფხულის სეზონის ოფიციალური გახსნა კინტრიშის ხეობიდან დაიგეგმა. სოფელ ცხემვანში კინტრიშის დაცული ტერიტორიების...

USD 2.4578
EUR 2.8597
GBP 3.2659
TRY 0.5207