ხულორდავა: დღეს რომ აქცია გამართულიყო, ყველა ადამიანის უფლება დაცული იქნებოდა

ხულორდავა: დღეს რომ აქცია გამართულიყო, ყველა ადამიანის უფლება დაცული იქნებოდა

"დღეს აქცია, რომ გამართულიყო, ყველა ადამიანის უსაფრთხოება იქნებოდა დაცული" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თვმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ განაცხადა.

 
როგორც ხულორდავა აცხადებს, რამდენიმე დღის წინ, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო.
 
"განვითრებული საზოგადოების მაჩვენებელი არის ის, რომ ადამიანს, რეალურად თავისუფალი აზრის გამოხატვისთვის არ უნდა ჭირდებოდეს რაღაც ზედმეტი, დამატებითი ბერკეტები და გარანტიები. გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი და არის უზრუნველყოფილი, ჩვენ ეს ვნახეთ რამდენიმე დღის წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყოფილიყო მათი მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება და ჩაეტარებინათ შესაბამის აქცია ყველაფერი გაკეთდებოდა იმისთვის, რომ უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული.
 
მე რამდენადაც ვიცი, თავად მიიღეს გადაწყვეტილება ასეთი აქცია, ამ ეტაპზე არ ჩაეტარებინათ.ზოგადად, აუცილებელია და ამ გზით ვითარდება ეს ქვეყანა და სხვანაირად ვერც მოხდება. ყველაზე ცივილიზებული საზოგადეობა არის ის საზოგადეობა, რომელიც აფასებს ერთმანეთის განსხვავებულობას, იღებს ყველა ადამიანს ისეთს, როგორიც არის და დარწმუნებული ვარ ამ გზით მივდივართ და შევძლებთ საზოგადოებაში მთლინად დავამარცხოთ შიში. ჩვენ ვნახეთ რომ, მაშინ, როდესაც რეალურად არსებობდა დაპირისპირების საშიშროება, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ ადამიანების უსაფრთხოება დაცული ყოფილიყო", -განაცხადა ხულორდავამ.
ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

ინაშვილი: პუტინის მკვნეტელი, როგორც მახსოვს, პროკურორ გვარამიას ზემდგომი სააკაშვილი იყო

5 საათის წინ

"ამდენად, ფრჩხილის, ჰალსტუხის, სხვა საგნებისა თუ ორგანოების მკვნეტელები, ბატონო გვარამია, თქვენს "სიდიადეში" მოიკითხეთ და ბევრს იპოვით. მეორე- თქვენი გაწიწმატებული პოსტიდან გავიგე, რომ მიზნად,თურმე, ჩემნაირების გადაშენება დაგისახავთ და ამ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237