იმერეთში გუბერნატორის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს იწყებს

იმერეთში გუბერნატორის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს იწყებს

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს იწყებს. პირველმა მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოები მოინახულა.

ამ ეტაპზე სოფელ გვიშტიბში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სრულად რემონტდება ჯგუფები, კვების ბლოკი და სველი წერტილები. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ასევე, მონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. ახალი საბავშვო ბაღი სექტემბრიდან 60 აღსაზრდელს მიიღებს.

სოფელ პირველ წყალტუბოში კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესი მიმდინარეობს. ასფალტის საფარი 750 მეტრ გზის მონაკვეთზე დაიგება.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აქტიურ ფაზაშია ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც. სტადიონზე უმაღლესი ხარისხის ბუნებრივი საფარი მოეწყობა და სადრენაჟე სისტემა დამონტაჟდება, დაიდგმება 500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები ვიპ და პრეს ლოჟებით. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ წყალტუბოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი ექნება, რომელიც საერთაშორისო მნიშვნელობის მატჩების მასპინძლობასაც შეძლებს. პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს.

რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

რაბათის ციხეში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნება

1 საათის წინ

რაბათის ციხის კომპლექსის ტერიტორიაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გიორგი შარვაშიძე, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობასა და მისი...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237