ოთარ კახიძე: ლგბტ საზოგადოებას არ აქვს განცდა, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება

ოთარ კახიძე: ლგბტ საზოგადოებას არ აქვს განცდა, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება

"ყველა ადამიანს და განსაკუთრებით, უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ უფლება გამოხატონ თავისი აზრი საჯაროდ, გამართონ შეკრება" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა.

კახიძის თქმით, ეს არის კონსტიტუციით დაცული უფლება და ამის გარანტი უნდა იყოს სახელმწიფო, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება.

როგორც კახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ლგბტ საზოგადოებას არ აქვს განცდა, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება.

"სამწუხაროდ, 5 წლის წინანდელი რბევა, რომელიც სახეზე გვქონდა, დღემდე გამოუძიებელია, დამნაშავეები არ არიან დასჯილი და სახელმწიფომ ეფექტური რეაგირება ვერ მოახდინა. წელს, 12 მაისს ვიხილეთ მორიგი შეტევა, როდესაც მოძალადე ჯგუფის შანტაჟით ხელისუფლებამ კანონიერი აქცია დაშალა და ნაცვლად იმისა, რომ ძალადობისკენ მომწოდებელი პირები დაეკავებინდა და გაერიდებინა გამზირს, მან ავტობუსებით გაიყვანა კანონიერი, კონსტიტუციური აქციის მონაწილეები. ამ პირობებში გასაგებია, ლგბტ საზოგადოების წუხილი, მათ არ აქვთ განცდა, რომ მათი უსაფრთხოება დაცული იქნება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ შსს და სახელმწიფო უწყებები ვალდებული არიან უზრუნველყონ თითოეული მოქალაქის, განსაკუთრებით ჩაგრული ჯგუფების და უმცირესობების უფლებების სრულფასოვანი რეალიზაცია",-განაცხადა კახიძემ.

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს 26 მაისს პოლონეთის პრეზიდენტი ეწვევა

44 წუთის წინ

საქართველოს პრეზიდენტსა და პოლონეთის პრეზიდენტს შორის დღეს სატელეფონო საუბარი შედგა, რომელზეც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოში ვიზიტის დეტალები და საქართველო პოლონეთის ურთიერთობების მნიშვნელოვანი ასპექტები...

USD 2.4491
EUR 2.8711
GBP 3.2710
TRY 0.5054